Home სხვადასხვა გართობა რუსთავში მამაკაცმა ბავშვებს კორპუსის წინ 14 მეტრიანი ულამაზესი ნაძვის ხე დაუდგა

რუსთავში მამაკაცმა ბავშვებს კორპუსის წინ 14 მეტრიანი ულამაზესი ნაძვის ხე დაუდგა

443
SHARE

რუსთაველმა მამაკაცმა, დავით ხაჩიშვილმა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბავშვებს წინასაახალწლოდ ნაძვის ხე მოურთო.

14 მეტრიანი კვიპაროსი, რომელიც სადღესასწაულო ნაძვადაა ქცეული, ნიკოლაძის ქუჩაზე დგას და საახალწლო, ამაღლებულ განწყობას ირგვლივ მდებარე რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებს უქმნის.

როგორც დავით ხაჩიშვილი “ინფო რუსთავს” უყვება, ინიციატივა მეზობლების და სხვა თანაქალაქელების გახარებას ისახავს მიზნად, თუმცა, მისი თქმით, უბანში საშობაო განწყობის შექმნის მთავარი ადრესატები მაინც ბავშვები არიან.

ხე, რომელიც მორთულობის გარეშეც მშვენიერია, ნიკოლაძის ქუჩაზე დავითის მამის მიერ, რამდენიმე ათეული წლის წინ დაირგა და ის წინასაახალწლოდ წელს პირველად განათდა.

წყარო : “ინფო რუსთავი”

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here