Home კვება „უხორცობა ტრაგედია არ არის…“ – ყარამან ფაღავა ბავშვებზე, რომლებსაც ხორცი არ უყვართ

„უხორცობა ტრაგედია არ არის…“ – ყარამან ფაღავა ბავშვებზე, რომლებსაც ხორცი არ უყვართ

565
SHARE

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცნის მეცნიერებათა დოქტორმა პედიატრმა ყარამან ფაღავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვთა სეზონურ სისუსტეზე ისაუბრა.

კითხვა წითელი ხორცის სასარგებლო თვისებებსაც შეეხო, საგანგაშოა თუ არა, როცა ბავშვი მის მიღებაზე უარს ამბობს, ყარამან ფაღავა  პასუხობს, რომ სიტუაცია არც ისე ტრაგიკულია, როგორც გვგონია:

„წითელ ხორცს თავისი პლუსები აქვს, თუნდაც დეპრესიის საწინააღმდეგოდ. სიტყვამ მოიტანა და  მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ შოკოლადის მომხრე, ცნობილია, რომ შავი შოკოლადი, მცირე დოზით პატარა ანტიდეპრესანტია. როდესაც პატარა ბიჭუნა მოჰყავთ ჩემთან და მე სრულად ვივკლევ მას, მეუნებიან, რომ უყვარს შოკოლადი, კამფეტები, სულ ვეუბნები, ამას თქვენ მიაჩვიეთ თქო. მე სულ ვეხუმრები, ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელები, ხორცი ვაშლი და ხაჭაპური, ეს ხუმრობით. აი როგორ გითხრათ, პრინციპში შეიძლება უხორცოდაც იყოს, ზაფხულში განსაკუთრებით, მაგრამ მაინც სასურველია, ბავშვმა ხორცი მიიღოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი, როდეს მამა მიირთმევს და მას შვილი ბაძავს, თუმცა უხორცობა ტრაგედია არ არის“, – აღნიშნა ფაღავამ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here