Home სხვადასხვა ჰაკერი 8 წლის გოგონას საძინებელში დამონტაჟებული კამერით უთვალთვალებდა

ჰაკერი 8 წლის გოგონას საძინებელში დამონტაჟებული კამერით უთვალთვალებდა

54
SHARE

მისისიპის შტატში ოჯახი შოკში ჩავარდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მათი 8 წლის ქალიშვილის საძინებელში დამონტაჟებული კამერა ჰაკერის მიერ იყო გატეხილი.

გაირკვა, რომ ეშლი ლემაიმ ქალიშვილის ოთახში ე.წ. რინგ-კამერა დაამონტაჟა, რადგან ეპილეფსიური პრობლემების მქონე ბავშვი კონტროლზე ჰყოლოდა, თუმცა მოწყობილობა დაუდგენელმა მამაკაცმა დაჰაკა. ის გარკვეული პერიოდი გოგონას უთვალთვალებდა, შემდეგ კი რინგ-კამერის მეშვეობით მასთან კომუნიკაციის დამყარებაც კი სცადა.

თავდაპირველად, ბავშის ნაამბობი მშობლებმა მის ფანტაზიას მიაწერეს, თუმცა ჩანაწერების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ 8 წლის გოგონას კამერიდან უცხო მამაკაცი ესაუბრებოდა.

ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here