Home სხვადასხვა ანიტას დახმარების სურვილი ბელარუსმა გამოთქვა – მიმდინარეობს გადაყვანის ტექნიკური საკითხების პროცესი

ანიტას დახმარების სურვილი ბელარუსმა გამოთქვა – მიმდინარეობს გადაყვანის ტექნიკური საკითხების პროცესი

120
SHARE

დღეს დილიდან გავრცელებული ინფორმაციით იტალიის ერთ-ერთმა კლინიკამ ქართველ პაციენტს ანიტა ფაცაციას მიღებაზე და შესაბამისად ოპერაციაზე უარი უთხრა.

თუმცა რამდენიმე წუთის წინ ანიტას ბებიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ბავშვის მიღებაზე ბელარუსი თანახმაა და ახლა მხოლოდ გადაყვანისთვის საჭირო ტექნიკური მხარეების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს.

„ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელარუსი თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელარუსში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება“, – წერს ბებია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here