Home განათლება ინოვაცია მშობლებისთვის – „ქინდერლაბი” ბავშვების სკოლისშემდგომ განათლებაზე იზრუნებს

ინოვაცია მშობლებისთვის – „ქინდერლაბი” ბავშვების სკოლისშემდგომ განათლებაზე იზრუნებს

233
SHARE

თუ გაქვთ დატვირთული სამუშაო გრაფიკი და გყავთ I-IV  კლასელი შვილი, სამსახურიდან შინ გვიან მისული ვერ ახერხებთ დაეხმაროთ დავალებების მომზადებაში, ატაროთ წრეებზე, შესთავაზოთ სახალისო აქტივობები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

გსმენიათ რამე „ქინდერლაბის“ შესახებ? ეს არის ინოვაციური, სკოლის შემდგომი მზრუნველობის ცენტრი, სადაც პროფესიონალი სპეციალისტები ზრუნავენ ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და შემოქმედებით განვითარებაზე. ცენტრი ბავშვებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ ის საქმიანობა, რაც მათ აინტერესებთ, მათ უნიკალურ საჭიროებებს აკმაყოფილებს და ხელს უწყობს ჯანსაღ სწავლებას.  ასევე, ცენტრში ბავშვს საშუალება აქვს გაკვეთილები მოამზადოს დროულად,  ამავე დროს ითამაშოს მეგობრებთან და დაკავდეს როგორც სპორტული, ისე კულტურულ-შემეცნებითი საქმიანობებით.

„ქინდერლაბის“  შესახებ დაწვრილებით იდეის ავტორი და ცენტრის დირექტორი  ხათუნა არწივიძე გვესაუბრა:

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ხათუნა არწივიძე
PHOTO: COURTESY OF KHATUNA ARTSIVIDZE
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ხათუნა არწივიძე

პროფესიით ეკონომისტი ვარ. მაგრამ 2002 წელს, ტექნოლოგიებმა გამიტაცა და ამ მიმართულებით მეორე პროფესია შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.  ვარ ტექნოლოგიების ექსპერტი, განათლების სამინისტროში ახალი სკოლის მოდელში ვიღებ მონაწილოებას და პარალელურად ვმუშაობ ორ კერძო სკოლაში ტექნოლოგიების ექსპერტად.

ყოველთვის ვიზიარებდი ბავშვებთან მუშაობის პროცესში შემდეგ მოსაზრებას: „თუ დღეს ვასწავლით  ჩვენ  მოსწავლეებს გუშინდელი მეთოდებით, ე . ი. ვუპარავთ მათ ხვალინდელ დღეს”, ამიტომ  ვცდილობ ყოველთვის დავეხმარო პედაგოგებს ინოვაციური მეთოდებით სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვაში.

სულ ახლახან გახსენით სკოლის შემდგომი მზრუნველობის ცენტრი, რაც საქართველოში-ინოვაციაა. როგორ გაჩნდა იდეა და რას სთავაზობთ მშობლებს?

დიახ, სკოლის შემდგომი მზრუნველობის ცენტრი საქართველოში ინოვაციაა, თუმცა, ევროპასა და ამერიკაში-გამოცდილ პრაქტიკას წარმოადგენს.

სამი წელია რაც ამ იდეაზე  ვფიქრობდი. საჯარო და კერძო სკოლაში მუშაობის 10 წლიანმა გამოცდილებამ საშუალება მომცა ამ ხნის განმავლობაში დავკვირვებოდი ბავშვებს, რამდენად საინტერესო იყო მათთვის ის გაკვეთილები, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, რამდენად იზრდებოდა მათი ინტერესი საგნების მიმართ და უფრო მეტად რა აინტერესებდათ, რას იყენებდნენ ცხოვრებაში. უფრო პრაქტიკული სწავლა იყო მათთვის პრიორიტეტული, რომელიც გრძელვადიანი მეხსიერების საწინდარიც გახლავთ და მოტივაციის წყაროც. ვფიქრობდი იმაზე, რომ ისეთი სერვისი შემეთავაზებინა ბავშვებისთვის, რომელიც სხვადასხვა უნარებს განუვითარებდა მათ, მომავალში პროფესიის არჩევაშიც შეუწყობდა ხელს და  თეორიული ცოდნის პარალელურად მოხდებოდა პრაქტიკაში ცოდნის ტრანსფერიც.

ყველაზე მეტად ეს სერვისი დავაკავშირე იმასთან, რომ მშობლებს, რომლებიც დაკავებულები არიან დილიდან გვიან საღამომდე და არ შეუძლიათ შვილის გაკონტროლება, სკოლიდან გამოყვანა, არ აქვთ დრო შვილებს მოამზადებინონ გაკვეთილები, ატარონ წრეებზე და ა.შ.  გვინდოდა ეს მოვალეობები შეგვემსუბუქებინა მშობლებისთვის და შევთავაზეთ ეს სერვისი.

ცენტრი გათვლილია პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ტრანპორტირებას სკოლებიდან. ჩვენთან მოსული ბავშვები, ამ პერიოდის განმავლობაში მეგობრულ, ოჯახურ, თბილ, კომფორტულ გარემოში მოამზადებენ გაკვეთილებს, შეიძენენ ცოდნას. ასევე ვთავაზობთ სახალისო აქტივობებს. სკოლიდან მოსულ ბავშვებს ჩვენ უზრუნველვყოფთ ჯანსაღი საკვებით.

ჩვენ არ გვსურს, რომ ბავშებისთვის მთელი დღე იყოს რუტინული და ერთფეროვანი, ამიტომ დღის განმავლობაში ვთავაზობთ:  STEM მიმართულების გაძლიერებას, აერობიკას, ლიტერატურულ სახელოსნოს, ხელსაქმეს, კულინარიას, Art & Craft, ბიზნეს უნარებსა და მწვანე გაკვეთილებს, ლოგიკურ, გასართობ, შემოქმედებით და სპორტულ ღონისძიებებს, შემეცნებით-გასვლით გაკვეთილებს,  მომავლის პროფესიების შემეცნებას, სწავლებაზე, თამაშსა და მზრუნველობაზე ორიენტირებულ ურთიერთობებს, დასაქმებული მშობლების ინტერესებზე მორგებულ სამუშაო განრიგს.

ძალიან გვინდა ბავშებს კითხვა შევაყვაროთ და წიგნიერების დონე კიდევ უფრო ავამაღლოთ. მოხდება ბავშვების საყვარელ მწერალთან შეხვედრა. იქნება მსჯელობა, განხილვები და წარმოსახვითი უნარების განვითარება.  იგეგმება გასვლითი ღონისძიებები, ეს იქნება თეატრი, სამეცნიერო პიკნიკი და ა.შ.

ასევე, ზამთრის და ზაფხულის არდადეგებზე მშობლებს ვთავაზობთ დამატებით სერვისს,  ზამთრის და ზაფხულის სკოლას.  ეს იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ შეუძლია შვებულების აღება და ბავშვის  ქალაქგარეთ გაყვანა.

ეს ყველაფერი სავალდებულოა, თუ  ინტერესებიდან და სურვილებიდან გამომდინარე მოარგებთ ბავშვებს?

ამ საკითხს რათქმა უნდა ვითვალისწინებთ და ამიტომ ვთავაზობთ მათ მრავალფეროვან არჩევანს,  თუ ბავშვს რომელიღაც აქტივობა არ აინტერესებს, საგნების, აქტივობების არჩევა მოხდება მათი საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად.

საბოლოო ჯამში რას მისცემს „ქინდერლაბი“ ბავშვებს?

ჩვენთან  იზრდება ბავშვის აკადემიური შედეგები,  სწავლობს „სწავლის სწავლას“, ახდენს ცოდნის კონსტრუირებას, უვითარდება შემოქმედებითი, კრიტიკული, ლოგიკური, ციფრული აზროვნება, ეუფლება ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარებს,  უვითარდება პრობლემის გადაჭრისა და საკომუნიკაციო უნარები, უყალიბდება ესთეტიკური გემოვნება, ეუფლება ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწავლობს ბუნებასთან ურთიერთობას, იზრდება ბავშვის თვითშეფასება, თვითშემეცნება და მოტივაცია, ვითარდება ფიზიკურად, ფსიქო-ემოციურად და მენტალურად.

რაც მთავარია, საღამოს სახლში დაბრუნებულ შვილსაც და მშობლებსაც აქვთ საშუალება ყოველგვარი მოვალეობების გარეშე, მთელი დრო დაუთმონ ერთმანეთს და საღამო მშვიდ გარემოში გაატარონ.

წყარო: sputnik-georgia.com

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here