“მოცდის და ლოდინის ფუფუნება აღარ გვაქვს…” – ანიტას მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

    96
    SHARE

    უახლეს ინფორმაციას ანიტას მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელ facebook -ში მის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში წერენ.

    “მეგობრებო,
    დაპირებისამებრ გაწვდით ინფორმაციას ანიტას ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
    გუშინ საღამოს ჩვენი გოგო წამოჯდა საწოლში, ითამაშა, თოჯინას “მანიკურები” წაუსვა, ითხოვდა ეზოში ჩაყვანასა და ხაჭაპურს, მაგრამ, ამჯერად,უკვე, ჩვენ გვიწევს უარი ვუთხრათ თავის საყვარელ საჭმელზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ წყალს აყოლებს და ამ ეტაპზე, მისი მკურნალი ექიმები მიღებული სითხის რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას გვირჩევენ. რაღა თქმა უნდა, რომ ეზოში ჩაყვანის სურვილსაც ვერ ვუსრულებთ.
    დღეს დილიდან მცირე ნარკოზის ქვეშ საჭირო გახდა ბარძაყში კათეტერის ჩადგმა და ამ მომენტისთვის პატარა ქალბატონს ძინავს.

    საერთო ჯამში, ავსტრიელი ექიმები გულმოდგინედ იბრძვიან ანიტას კლინიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმ კონდიციამდე მისაყვანად, რომ იტალიის მხრიდან ანიტას მიღებაზე თანხმობის შემთხვევაში -ბავშვისთვის ტრანსპორტირება რეანომობილით ნაკლებად სახიფათო იყოს ( რისი იმედიც გუშინ ნაკლებად ჰქონდათ). ასევე, ხშირი სატელეფონო კავშირი აქვთ იტალიის კლინიკაში მყოფ ქართველ ექიმთან და მუდმივად ხდება ინფორმაციის მიწოდება ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იძლევიან პირობას, რომ როგორც კი ( ღმერთმა ქნას, რომ მალევე) ტრანსპორტირების საკითხი დადგება დღის წესრიგში, კიდევ უფრო მეტ ზომას მიიღებენ, რომ ანიტამ როგორმე შეძლოს მანძილის გადალახვა გართულებების გარეშე.

    პარალელურ რეჟიმში, სულმოუთქმელად ველოდებით ყველა ძალისხმევის შედეგს: რაც შეიძლება მალე გვქონდეს პასუხი იტალიის შესაბამისი ორგანოებიდან.
    როგორც უკვე ვთქვით, მოცდის და ლოდინის ფუფუნება აღარ გვაქვს და ახლა მოდუნება არასგზით არ შეიძლება!
    არც ვდუნდებით!!!
    ვიბრძვით გამარჯვებამდე!!! ვიბრძვით #ანიტას❤️ისთვის!!!

    გთხოვთ, ილოცეთ მისთვის.
    ( ნათლობის სახელი – ანიტა )”, – წერია ჯგუფში.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here