პირველი მერცხალი დეკემბერში ანუკი არეშიძე აღმოჩნდა და ცნობილმა დიზაინერმა და თბილისის მერის მეუღლემ უკვე ერთი კვირაა სახლში ნაძვის ხე მორთო.


ულამაზესი ნაძის ხე დადგა სახლში მოდელმა ანუკი ქორქიამ. ორი შვილის დედა განსაკუთრებულად ზრუნავს შვილებისთვის ლამაზი გარემოს შესაქმნელად.

ხატია სიჭინავამ მხოლოდ ნაძვის ხის ნაწილი გვაჩვენა ფოტოებზე. როგორც ჩანს ჯერჯერობით საახალწლო განწყობა სრულად არ სწვევია.

ნაძვის ხის ნაწილი დაგვანახა მოდელმა თაკო ჩხეიძემ, თუმცა მის გემოვნებას თუ გავითვალისწინებთ, მცირეოდენი დეტალიც კი საკმარისია, რომ ვაღიაროთ, ნამდვილად ლამაზი ნაძვის ხე უდგას.
ულამაზესი ნაძვის ხე უდგას სახლში ყოფილ ჟურნალისტ გიორგი კეპულაძეს. როგორც ფოტოდან ჩანს, შვილთან ევგენიასთან ერთად მორთო.
და ბოლოს, ქართველმა ბარონესამ ცისნამი საყვარილშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გერმანელ ბარონზე იქორწინა, ასეთი მოკრძალებული ნაძვის ხე დადგა მანჰეტენზე.
