Home სხვადასხვა დედა, რომელსაც 8 წლის შვილი გარდაეცვალა, დახმარებას სხვა პატარასთვის ითხოვს…

დედა, რომელსაც 8 წლის შვილი გარდაეცვალა, დახმარებას სხვა პატარასთვის ითხოვს…

100
SHARE

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ნინი მთვარაძე, რომელიც თავისი შვილის, დემეს გადარჩენისთვის იბრძოდა, სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში დამარცხდა. მისი შვილი, 8 წლის დემე ახლახან გარდაიცვალა, თუმცა ნინი სხვა პატარების გადასარჩენად ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. ახლახან მან გამოაქვეყნა პოსტი იოანეს შესახებ, რომელსაც იგივე დაავადება სჭირს, რაც მის შვილს ჰქონდა. გთავაზობთ სტატუსს:

„მადლობა ის სიტყვა არ არის, რომელიც თქვენს უდიდეს სიყვარულს და გვერდში დგომას სათანადოდ უპასუხებს. გმადლობთ და, ამავდროულად, ბოდიშს გიხდით, რომ ამ ეტაპზე რაღაც დოზით პირადი სივრცე გვჭირდება.

ახლა იმაზე მეტი დემეა ჩვენში, ვიდრე ოდესმე და რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ ასე ცხოვრება. დემეტრეს უდიდესი სიკეთე და სიყვარული სწორად უნდა მივმართოთ სხვა ბავშვების და მშობლების დასახმარებლად – ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით.

რაც შეეხება ფოტოს – ეს პატარა იოანეა, რომელსაც ზუსტად დემეს დიაგნოზი აქვს – ხიდის დიფუზური გლიომა. ჩვენ არასოდეს გვითხოვია დემეს მკურნალობისთვის თქვენი ფინანსური მხარდაჭერა და ვიცი, ბევრს გქონდათ ამის სურვილი.

ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, რომ იოანეს დახმარებით დემეს ეხმარებით და გაქვთ შესაძლებლობა, გააკეთოთ ის ყველაფერი, რაც დემეტრესთვის გინდოდათ”, – წერს ნინი მთვარაძე.

ანგარიშის ნომრები, რომლებზეც თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

GE37TB7721045063600038

GE09BG0000000918960800“.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here