Home სხვადასხვა “მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით“ – ანიტას ოჯახს პრემიერის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

“მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით“ – ანიტას ოჯახს პრემიერის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

64
SHARE

პატარა ანიტა ფაცაციას ბებია თამუნა გლურჯიძემ “facebook”- ში დაწერა, რომ facebook პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციიდან უკვე დაუკავშირდნენ.

მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით“, – დაწერა ანიტას ბებიამ.
დღეს ორი წლის ანიტას ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელეს, რომ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახს საზღვარგარეთ გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები შეექმნა, რომლის მოგვარებას დრო სჭირდება და ამისთვის ოჯახი დახმარებას პრემიერ მინისტრისგან ითხოვდა.

“ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება. ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას – მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე”, – დაწერა ანიტას ბებიამ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here