Home კვება “თქვენს პატარას მაგარი ძვლები, კარგი იმუნიტეტი რომ ჰქონდეს, შეიტანეთ მის საკვებ რაციონში...

“თქვენს პატარას მაგარი ძვლები, კარგი იმუნიტეტი რომ ჰქონდეს, შეიტანეთ მის საკვებ რაციონში ისპანახი 6-7 თვიდან”

188
SHARE
რატომ არის სასარგებლო ისპანახი და რომელი თვიდან შევთავაზოთ ის პატარებს – ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს.

„წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ ძალიან სასარგებლო პროდუქტის შექმნა – აიღეთ ბავშვის ზრდისათვის საჭირო ყველა ვიტამინი, მინერალი, ანტიოქსიდანტი, ამინომჟავა და შეაერთეთ. თქვენ ისპანახს მიიღებთ!
აზიური მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული სპარსელთა სუფრიდან აბრემუშიმის დიდი გზით ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი შუა საუკუნეებში ევროპაში მოხვდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო იტალიაში, ფრანგებს მისი სიყვარული იტალიელი ეკატერინე მედიჩისაგან გადაედოთ.
რატომ უნდა გვიყვარდეს ისპანახი:

ის შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს – A,ჩ, B ჯგუფის, E, K ვიტამინები ისპანახში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამასთანავე A ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ სტაფილოს ჩამოუვარდება.
ისპანახის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი. აღსანიშნავია, რომ 100 გრ ისპანახის მიღებისას რკინის დღიური რაოდენობის ¼ მიიღებთ.
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს
წარმოადგენს ცილის საუკეთესო წყაროს. ცილების შემცვლეობით მხოლოდ ბარდას ჩამოუვარდება.
შეიცავს ზეაქსანტინს, რაც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
შეიცავს ლუთეინს, რაც მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად.
ისპანახის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, შედეგად, ონკოლოგიური დაავადებებისაგან.
ამიტომ თუ თქვენ გსურთ, რომ პატარას ჰქონდეს მაგარი ძვლები, განვითარებული კუნთები, კარგი იმუნიტეტი, არ ჰქონდეს ანემია, ყაბზობა, აუცილებლად შეიტანეთ მის საკვებ რაციონში ისპანახი 6-7 თვიდან.
რა უნდა გვახსოვდეს ისპანახის მომზადებისას

არ შეინახოთ ისპანახის ფოთლები მაცივარში 2-3 დღეზე მეტხანს

​არ ხარშოთ დიდხანს, ამ დროს მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი დაიშლება. საკმარისია ხარშვა 5-7 წუთის მანძილზე, შემდეგ კი გადაავლეთ ცივი წყალი.

თუ ისპანახს სხვა ბოსტნეულთან ერთად ხარშავთ, ის სულ ბოლოს უნდა მოათავსოთ ქვაბში, როცა ბოსტნეული უკვე პრაქტიკულად მოხარშულია.
გაითვალისწინეთ, რომ ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას, ამიტომ ამიტომ მისი ნეიტრალიზაციისათვის სჯობს ბოსტნეულის პიურეს რძე დავუმატოთ.
ამავე მიზეზით ისპანახი არ უნდა შესთავაზოთ ბავშვს, რომელსაც შარდში ოქსლატები ანუ მჟაუნმჟავას მარილები აქვს.

​გაითვალისწინეთ, რომ ისპანახი აქტიურად ირთავს პესტიციდებს, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ შეიძინოთ ორგანული პროდუქტი“, – წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here