“ნინიმ, რამდენიმე დღის წინ ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და ღონისძიებაზე მიმიწვია”

    109
    SHARE
    ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

    “ნინიმ, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში გვესტუმრა, რამდენიმე დღის წინ ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა და ღონისძიებაზე მიმიწვია, სადაც თავისი მეგობრებიც გამაცნო. დღეს 10 დეკემბერია – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

    ორგანიზაციამ „მზის შვილები“ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრის პროექტი მოამზადა, რისთვისაც სახელმწიფომ შენობა უკვე გამოყო და გადასცა ამ ორგანიზაციას.

    რემონტის და აღჭურვისთვის დაფინანსების მოსაძიებლად კამპანიას ჩვენც შევუერთდებით. სათითაოდ ვერ შევძლებთ ამ სახლის აშენებას, თუმცა ერთად აუცილებლად გამოგვივა!” – წერს არჩილ თალაკვაძე.

    არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze-ს ფოტო.

    არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze-ს ფოტო.

    არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze-ს ფოტო.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here