Home სხვადასხვა 13 წლის ბიჭს, რომელიც დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა, დოზაზე მეტი წამლები ჰქონდა...

13 წლის ბიჭს, რომელიც დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა, დოზაზე მეტი წამლები ჰქონდა დალეული

536
SHARE

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, 13 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გარდაცვლილი 13 წლის მოზარდი აჩიკო შალამბერიძეა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბიჭი ექიმის დანიშნულებით გარკვეულ მედიკამენტებს სვამდა. გარდაცვალების მიზეზი კი სავარაუდოდ მედიკამენტების დოზაზე მეტის მიღება გახდა.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დედამ ფსიქოტროპული მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ვეღარ იპოვა, რაც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ბიჭმა დალია.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, მოზარდის მასწავლებელს და დღის ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა.

აღსანიშნავია რომ დედა 4 მცირეწლოვან შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here