“ბოლო დღეებია, ჩვენი გოგო…” – ანიტას მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

    112
    SHARE

    ჯგუფი „ანიტასთვის“ ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

    გთავაზობთ სტატუსს უცვლელად:

    „25-ე ღამეა, ანიტას ამბებს ველოდებით სრულიად საქართველო!

    ანიტას ოჯახი ისევ ქალაქ გრადსის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ანიტას ინტენსიური თერაპიის კურსი უტარდება.

    დღეს საკმაოდ რთული დღე გვქონდა. როგორც იცით, ბოლო დღეების განმავლობაში ანიტას ჭამის მადა დაუქვეითდა, დღეს საჭირო გახდა მისთვის ზონდის ჩადგმა, რომლითაც მას საკვები მიეწოდება.

    გეგმურმა კვლევამ გულის განდევნის ფრაქციის 11-13 %-მდე კლება აჩვენა.

    დღეს მთელი დღის განმავლობაში ანიტას უმეტესად სძინავს. ბოლო დღეებია, ჩვენი გოგო ცოტა პასიური გახდა.

    ავსტრიაში მცხოვრები ქართველები არ გვაკლებენ სითბოს, ყურადღებას, სათამაშოებსა და ხაჭაპურებს, რის გამოც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით!

    მოუთმენლად ველოდებით იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს, რომელიც გულის ტრანსპლანტაციის რიგს ამოწმებს, რის მიხედვითაც გადაწყდება, გადავიყვანთ თუ არა ანიტას მათ ქვეყანაში.

    თქვენი თანადგომით, ყურადღებით, სიყვარულითა და მხარდაჭერით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას #ანიტასთვის და გვჯერა, რომ სულ მალე ბევრად უკეთეს ამბებს დავწერთ და საბოლოოდ მოვიგებთ!“

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here