Home სხვადასხვა “ყველა მშობელმა იცოდა, რომ ეს ფოტოები მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი” – მშობლები...

“ყველა მშობელმა იცოდა, რომ ეს ფოტოები მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი” – მშობლები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დააკავეს

791
SHARE

ყველა მშობელმა იცოდა, თუ რა სახის ფოტოსესია იყო, რა მიზნით გამოიყენებოდა ეს ფოტოები და იცოდნენ, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი ეს ფოტოები, -ამის შესახებ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რით დასტურდება, რომ მშობლები იყვნენ ინფორმირებული, თუ რა მიზნით გამოიყენებოდა ფოტოები, პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდება მტკიცდება გამოძიებისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით.

“მოპოვებულია მტკიცებულებები, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აგრეთვე, კომპიუტერული სისტემიდან იქნა გამოთხოვილი მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში. მიმოწერა იყო ბრალდებულებს შორის, როგორც ამ ბრალდებულების, ასევე წინა ბრალდებულების, რომელთაც უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ ბრალდებულები თვითონ აქტიურობდნენ ყოფილიყო ფოტოსესია, დასტურდება ასევე, ფულის აღების ფაქტი და დასტურდება, რომ იცოდნენ, რა სახის ფოტოსესია იყო”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, ფოტოსესიები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“11-ვე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, რასაც ასაბუთებდა მათი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხით. სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ამ ნაწილში ბრალდების მხარის პოზიცია და ჩათვალა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობდა იმ დოზით, რა დოზითაც არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და აგრეთვე, დანაშაულებრვი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძების სახით, შეუფარდა პატიმრობა”, – განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

და­კა­ვე­ბუ­ლი 11 პი­რი­დან ერთ-ერთი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი არას­რულ­წო­ვან­თა მშობ­ლე­ბი არი­ან. ამა­ვე საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ, კი­დევ 11 პირი და­ა­კა­ვეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here