SOS!!! გთხოვთ, თქვენს შვილებს უთხარით ფრთხილად იყვნენ! – ნანა ბერძენიშვილი მშობლებს აფრთხილებს

    3561
    SHARE

    ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსიდან გადახტა, მოსახლეობას “ლურჯი ვეშაპის” შესახებ, კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

    SOS!!! ქართულ რეალობაში ვიღაც ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი), ქმნიან ყალბ პროფილებს, თითქოსდა თინეიჯერი გოგო. სქემა შემდეგია. ყალბ პროფილის მფლობელი, 11-13 წლის გოგოებს აცნობს თავს როგორც მათი თანატოლი. თავიდან მიმოწერაა, შემდეგ ურეკავს კიდევ. აცოდებს თავს, ამბობს რომ დეპრესიაშია, და შემდეგ სთხოვს ინტიმური ხასიათის ფოტო გადაიღონ. სავარაუდოდ როცა ბავშვებს ესაუბრება იყენებს ხმის შეცვლის აპლიკაციას, რომელიც კაცის ხმას ქალის ხმად გარდაქმნის…. ბევრი ბავშვი დამიკავშირდა, ამბობენ რომ ან თავად მათ ან მათ მეგობრებს ამ სქემას ამოფარებული ადამიანი (ან ადამიანები) უკავშირდებიან. ზოგადად ბავშვები არიან შეშინებულები და მთხოვეს რომ ეს გზავნილი გამევრცელებინა… გთხოვთ, თქვენს შვილებს გაუზიარეთ ეს ინფორმაცია რათა ფრთხილად იყვნენ!!!! – წერს ნანა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here