Home აღზრდა „განქორწინებული წყვილების შვილები ზოგჯერ მანიპულაციას სწავლობენ“

„განქორწინებული წყვილების შვილები ზოგჯერ მანიპულაციას სწავლობენ“

115
SHARE

როდის იწყება ეგოიზმი ბავშვებში, როგორ სწავლობს მანიპულაციას და როგორ აღმოვფხრათ აღნიშნული ქცევა, – ამ თემებზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგი სალომე ბლიაძე ესაუბრა.

„არსებობს გარკვეული სიტუაციები, რითიც ჩვენ ვუწყობთ ხელს ბავშვის ეგოცენტრულ ქცევას. ეს შეიძლება იყოს მისთვის ყველა სურვილის და კაპრიზის შესრულება, არაადექვატური შეფასება, მისი პიროვნული თვისებების  გადამეტებული ხაზგასმა და  ა.შ. დაახლოებით  4 -5 წლის ასაკიდან  მშობელს შეუძლია ამ საკითხებზე მუშაობა და ეგოიზმის პრევენცია. მნიშვნელოვანია ჰქონდეს სწორი სტრატეგიები და მიდგომები ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის.

პათოლოგიური ეგოიზმი გამოიხატება, როცა ბავშვი უგულებელყოფს სხვის სურვილებს და აზრს.  ხშირ შემთხვევაში მშობლის დამოკიდებულება იწვევს ეგოიზმს, ასევე აღზრდის ფორმა. ხშირია, როცა ოჯახის ერთი წევრი უარს ეუბნება რამეზე, ხოლო მეორე უსრულებს. ერთი შენიშვნას აძლევს, მეორე იგივე საქციელს უქებს. ბავშვმა უნდა იცოდეს სიტყვა”არა” და ეს უნდა სწორად მივაწოდოთ და ავუხსნათ.

გონქორწინებული წყვილის ცხოვრებაშისადაც ბავშვი ხდება მთავარი მოქმედი გმირიმშობლები იწყებენ ჰიპერმზრუნველობას ერთმანეთის დასანახად ან ჯიბრზეხშირად ამ ფორმას ბავშვი მანიმულაციისთვის იყენებსმაგალითადფრაზის ხაზგასმით “მე ეს სათამაშო მიყიდა მამამ”, დედასაც აყიდინებს სათამაშოსამ დროს არ ხდება ბავშვის კაპრიზების რეგულაციათუ ამის რეგულაციას არ მოვახდენთვაყალიბებთ ეგოცენტრულ ბავშვსრომელსაც ზრდასრულობაში უფრო გაუჭირდება ადაპტირება“, – აღნიშნავს სალომე ბლიაძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here