Home ორსულობა “ფეხმძიმობის ფოტო გაასაჯაროვა…” – სალომე ღვინიაშვილი მეოთხე შვილს აჩენს?

“ფეხმძიმობის ფოტო გაასაჯაროვა…” – სალომე ღვინიაშვილი მეოთხე შვილს აჩენს?

2829
SHARE

„პრაიმ შოუს“ ტელეწამყვანი და მოქმედი დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი განსხვავებული გარეგნობითა და შარმით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფეხმძიმობის ფოტოები და ფანების კითხვებს უპასუხა.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფოტომოდელს სამი შვილი ჰყავს. მაგრამ, ბევრმა არ იცოდა, სალომე ღვინიაშვილს უფროსი ვაჟი პირველი წარუმატებელი ქორწინებიდან ეყოლა, რომელზეც არასდროს საუბრობს. მის შვილებს შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ვირტუალურ სივრცეზე დაყრდნობით – დათო და ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ერთმანეთს კარგად უგებენ და მეგობრობენ. სალომე უფროს ვაჟს დათუნას ეძახის, ის 17 წლისაა, ხოლო პატარა გოგონები – ტასო და ნიტა, რომლებიც სალომეს და ვეტერან ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის საერთო შვილები არიან.

„ინფლუენსერმა“ ყოფილმა მოდელმა საზოგადოების და გამომწერების პასუხებს გულახდილდ უპასუხა. თავისა და ტანის მოვლის საშუალებების განხილვით დაწყებული, ფანები ფეხმძიმობამდე მივიდნენ. ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე თაყვანისმცემელმა სალომეს ორსულობა ჰკითხა, რაზეც ოპერატიული პასუხი დიზაინერისგან მიიღო. სალომემ შეკითხვას – „ფეხმძიმედ ხართ?“ სიგარეტით ხელში უპასუხა და წარწერა „მოწევა კლავს“ დაურთო. როგორც ჩანს, სუპერ-მოდელი ფეხმძიმედ არ არის და ორსულობის შემთხვევაში მოწევას თავს დაანებებდა.

მოგვიანებით, მორიგ შეკითხვას – „თქვენი შვილები რამდენი წლის არიან“ დაერთო შოკისმომგვრელი ფოტოსურათი. სალომე ღვინიაშვილმა თაყვანისმცემლების შოკში ჩაგდება გადაწყვიტა. მან სავარაუდოდ ფეხმძიმობის ძველი ფოტო გამოაქვეყნა და შვილების ასაკი დააწერა. მიუხედავად ამისა, თაყვანისმცემლებს მოსვენებას არ აძლევს სალომეს ასეთი სკანდალური გამოხტომა. ბევრი მათგანი ვარაუდობს, რომ სალომე ფეხმძიმედ არის, მაგრამ მისი აღნგობიდან და სიგამხდრიდან გამომდინარე, მუცელი არც ისე კარგად უჩანს. გასაჯაროებულ სურათზე სალომეს ჭიპს პირსინგი ამშვენებს, ხოლო წამოზრდილი მუცელი კარგად უჩანს. ამ სურათის მეშვეობით, საზოგადოებამ და სალომე ღვინიაშვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ვარსკვლავის შვილების ასაკი გაარკვიეს. ჯერ კიდევ უცნობია, სალომემ უახლესი ფოტო გამოაქვეყნა თუ მეტი აურზაურის ასატეხად – ძველი სურათი გამოიყენა. ველით ვარსკვლავის მორიგ ინსტაგრამ-გამოკითხვას.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here