Home ორსულობა რა უნდა იცოდეს ორსულმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

რა უნდა იცოდეს ორსულმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

240
SHARE
Models.

ორსული ქალები და მათი შვილები შედიან გრიპთან დაკავშირებული გართულებების რისკ ჯგუფში, რაც თავის მხრივ გულისხმობს ნაადრევ მშობიარობასაც.

გრიპის პროფილაქტიკის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი – აცრაა.

სამი ფაქტი გრიპსა და ორსულობაზე

  1. ორსული ქალები უნდა იღებდნენ გრიპის საწინაღმდეგო სეზონურ ვაქცინას. გრიპით დაავადების შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება. დამტკიცებულია, ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იცავს როგორც დედას, ასევე ნაყოფს მოსალოდნელი გართულებებისაგან.
  2. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მილიონობით ორსულს უტარდებო და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ამ ხნის განმავლობაში არ არის აღმოჩენილი ვაქცინის ნეგატიური გავლენა როგორც ორსულის, ასევე ბავშვის ორგანიზმზე. ორსულმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა, რომელიც დამზადებულია არა ცოცხალი, არამედ მკვდარი ვირუსის ბაზაზე. კვლევებით დამტკიცებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში და არავითარ გართულებას არ უქმნის ორსულობის მიმდინარეობას.
  3. ორსულებს, რომლებიც ავადდებიან გრიპით, აქვთ რეკომენდაცია იმკურნალონ ანტივირუსული პრეპარატებით. გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა ეფექტურია თუ დაავადებიდან 2 დღეში იქნება დაწყებული მკურნალობა. ამ პრეპარატების ფონზე შეიძლება თვიდან აიცილოთ გრიპის ისეთი სერიოზული გართულება, როგორიც არის პნევმონია.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here