„ორი წელი გავიდა მამი, რაც უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში” – ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი

    1010
    SHARE

    ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან 2 წლისთავზე სოცილურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მოკლულ შვილს – დავით სარალიძეს, ასევე მის მეგობარ ლევან დადუნაშვილს იხსენებს.

    „ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან, რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში, რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა.
    რა გითხრა მამი არ ვიცი……..


    ვფიქრობდი, რომ კაცად გზრდიდით, მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ!!!!!
    ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად, რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ ყველა არ აღმოჩნდა ისეთი……
    მალადეც მამი!!!!
    სწორი არჩევანი გააკეთე!!!!

    ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე.
    2017 წლის 1დეკემბერს დაახლოვებით 14 საათზე სადისტურად იქნა მოკლული მათივე თანატოლების მიერ!!!!

    ლევან!!!
    დათო!!!
    მალადეც ბიჭებო!!!
    თქვენ დაანახეთ ქვეყანას ღალატი და თქვენ აუხილეთ თვალი ყველა იმ ქართველს, ვისაც სიმართლე სწყურია!!!
    თქვენ ახადეთ ფარდა სიცრუეს და ორპირობას!!!
    თქვენ გაყავით ბოროტი და კეთილი!!!
    თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას, ვინც თქვენს წინაშე იტყუება!!!ისინი უფლის წინაშე იტყუებიან!!!
    თქვენ როგორც გეკადრებათ, ზუსტად ისე დასრულდება ყველაფერი.

    თქვენ სულს ვენაცვალე ბიჭებო!!!…“, – წერს ზაზა სარალიძე.

    შეგახსენებთ, ზუსტად 2 წლის წინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი მოკლეს. მას შემდეგ ზაზა სარალიძე მკვლელების დასჯას ითხოვდა და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავდა. მას შემდეგ რაც, ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ კალანდია დააკავეს, სარალიძემ აქციები შეწყვიტა.

    ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან,რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში,რომელი…

    Posted by Zaza Saralidze on შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here