ბერა ივანიშვილი ახალშობილი შვილის – ბერუკას პირველ ფოტოს აქვეყნებს

    795
    SHARE

    რეპერი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა, საკუთარი ახალშობილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს. 

    შეგახსენებთ, ივანიშვილების პირველი შვილიშვილი წუხელ დაიბადა.

    ბერა ივანიშვილის მეუღელე, ნანუკა გუდავაძე, საჩხერის საავადმყოფოს ექიმმა, მირანდა ჯანხოთელმა, სახლში ამშობიარა.

    ახალშობილი ბერუკა ივანიშვილი, მილიარდერის სოლოლაკის სასახლეში წუხელ ღამით დაიბადა. ბერა ივანიშვილი მშობიარობას დაესწრო.

    როგორც სააგენტოსთან საუბარში ივანიშვილების ახლობელი ამბობს, ბერუკა დედას გავს, ძლიერი და მაგარი ბიჭია.  მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

    ივანიშვილების ახალი წევრი, ბერუკა ივანიშვილი ღორის წელში დაბადებული მშვილდოსანია.

    შეგახსენებთ, წყვილი შარშან დაქორწინდა.  ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი შარშან 11 ნოემბერს, სვეტიცხოველში დაიწერეს.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here