Home სხვადასხვა “ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს…” – ანიტას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

“ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს…” – ანიტას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

198
SHARE

პატარა ანიტას დედა მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“მოგესალმებით. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემს პირადში შემოდის უამრავი შეტყობინება. ძალიან მამხნევებთ და მახარებთ. 

გაოცებული ვარ ამდენი ადამიანი ასე გულწრფელად, რომ ხართ ჩემი გოგოს მდგომარეობით დაინტერესებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ განვიცდი, რომ ვერ გპასუხობთ და ზოგიერთი მესიჯი ჯერ ვერც კი გავხსენი.

გადავწყვიტე აქ საჯაროდ დავწერო ზოგადი მდგომარეობა, რომ ასე მაინც ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ავსტრიაში, ქალაქ გრაცის საავადმყოფოს რეანიმაციაში. აქ შემოვედით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაგვიმართლა, რომ შეგვხვდნენ ძალიან გულისხმიერი ექიმები, რომლებიც გულწრფელად შეწუხდნენ ანიტას მდგომარეობით და შეუტიეს აგრესიული თერაპიით. ამ მკურნალობამ ბავშვი კლინიკურად უკეთესობისკენ წამოიყვანა. ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი. გვესტუმრნენ აქაური ქართველები. მოუტანეს უამრავი სათამაშო და კიდევ უფრო გაახარეს ქალბატონი. ეხოსკოპიის მონაცემები იგივეა, გაუმჯობესება არ აქვს, მაგრამ თვითონ ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს. ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერებაა ამ ეტაპზე.

მადლობა რომ ასე შეგვიყვარეთ, მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხართ. უკვე მშვიდად ვარ და ვიცი ძლიერი ძალა დგას ჩემს ზურგს უკან. აღარ ვარ ის გულგახეთქილი და შეშინებული დედა, როგორიც თავიდან გამიცანით. თქვენი წყალობით, იმედიანად და შემართებით ვართ. 

მიყვარხართ!

პ.ს. აქამდე მეგონა ვერ გაიგებდა, მაგრამ გუშინ ვცადე და ვაყურებინე პატარების ვიდეოები, სადაც ანიტას მიმართავენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. გაგიჟდა სიხარულით. პირზე იფარებდა ხელებს და მორცხვად იცინოდა. რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს. მადლობა თქვენ, უსაყვარლესო პატარებო”, – წერს მარიკო სადრაძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here