Home განათლება UNICEF: საქართველოში 12 000 მოსწავლე განათლებას ვერ იღებს

UNICEF: საქართველოში 12 000 მოსწავლე განათლებას ვერ იღებს

235
SHARE

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, საქართველოში 12 000 მოზარდი სკოლის მიღმაა დარჩენილი დარჩენილი და განათლებას ვერ იღებს. ამის შესახებ სპეციალური კვლევაც მომზადდა, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის #9 საჯარო სკოლაში ისაუბრეს, სადაც სკოლაში მიმდინარე საგანამანათლებლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა დაათვალიერეს.
mshoblebi

ბულგარეთის ელჩმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და ქართველ პედაგოგებს ბულგარეთის გამოცდილება გაუზიარა.

საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩართვის მიზნით, ორწლიანი პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 15 სკოლაა ჩართული და მათ შორის ერთ–ერთია თბილისის მეცხრე საჯარო სკოლაც. გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად პროგრამის პარტნიორია ბულგარეთი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here