Home მედიცინა “ბავშვს ნათესავმა აკოცა და ცოტა ხანში ის საავადმყოფოში მოხვდა…” – ექიმები მშობლებს...

“ბავშვს ნათესავმა აკოცა და ცოტა ხანში ის საავადმყოფოში მოხვდა…” – ექიმები მშობლებს აფრთხილებენ

549
SHARE

რთულია, დაძლიო ბავშვების მოფერების სურვილი, მაგრამ ექიმები გვირჩევენ, რომ არასდროს მივცეთ ნაცნობებს ბავშვების კოცნის უფლება, როცა ვირუსი აქვთ.
სოციალურ ქსელში კლენ ჰენდერსონის დედა შვილის ისტორიას ჰყვება, რომელმაც უამრავი ადამიანი აღაშფოთა. ბავშვს ნათესავმა აკოცა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰერპესი ჰქონდა. თუმცა ბავშვის დედამ ამის შესახებ არ იცოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი ჰერპესით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც მცირე ასაკში ძალიან საშიშია. თუმცა, ჰერპესი ერთადერთი დაავადება არ არის, რაც შეიძლება ბავშვს კოცნის შედეგად გადაედოს.

ასეთია, მაგალითად რესპირაციული დაავადებები და სხვა.

მთავარი სიმპტომებია: ტემპერატურა, ხველა, შემცივნება, სუნთქვის პრობლემა ან ხმიანი სუნთქვა.

იმისათვის, რომ ბავშვს დაავადებები არ გადასცეთ, ეს წესები ყველამ უნდა დაიცვას:

  • არასდროს წახვიდეთ სტუმრად ბავშვიან ოჯახში, თუ ვირუსი გაქვთ ან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდით.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ბავშვთან შეხების წინ.
  • ნუ გაატარებთ იმ ადამიანების გვერდით დროს, რომელთაც ვირუსი აქვთ.
  • თუ ოჯახში აქვს ვინმეს ვირუსი, უმჯობესია, თუ ვირუსის მატარებელი სახლის სხვა ოთახში იქნება, რათა დაიცვას ოჯახის წევრები.

რაც ყველაზე მთავარია, პატივი ეცით იმ ოჯახის წესებს, რომელთანაც სტუმრად მიდიხართ. თუ დედა გეუბნებათ, რომ არ სურს ავადმყოფი მასთან მიხვიდეთ, მოეკიდეთ გაგებით და ნუ განსჯით.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here