Home კვება „პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“

„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“

275
SHARE

პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიღება არ არის რეკომენდებული, რა არის ამის მიზეზი? – აღნიშნულ კითხვაზე Moms.ge-ს ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, პატარებისთვის ძროხისა რძისა და მაწვნის მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული, რადგან ძროხის რძე ძალიან რთული მოსანელენელია:

„პატარებისთვის ძროხისა რძისა და მაწვნის მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული. ძროხის რძე ძალიან რთული მოსანელებელია. მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებაც საკმარისია, რომ ის შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც ძალიან რთულად გადასამუშავებელია. ხელოვნურ ნარევებში ეს ყველაფერი დამუშავებულია, ყველა ინგრედიენტი – ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისია. ძროხის რძეში კი ეს არ არის, ამიტომ ძროხის რძის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ. 1 წლის ასაკიდან დიდი სიფრთხილით შეგვიძლია, მივცეთ ბავშვს ძროხის რძე. რაც შეეხება მაწონს, ამ პროდუქტის შეტანა ბავშვთა კვებაში ხდება დაახლოებით 11 თვიდან. მაწონი არაჩვეულებრივი პროდუქტია. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ძალიან კარგი მაწვნებია, რომლებიც სპეციალურად ბავშვის კვებაზეა მორგებული, ფერმენტირებული მაწვნები, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მოკროფლორის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა. 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here