Home კვება “წვნიანი რომ აუცილებელია ბავშვისთვის, ეს მითია, თანაც საკმაოდ ძველი”

“წვნიანი რომ აუცილებელია ბავშვისთვის, ეს მითია, თანაც საკმაოდ ძველი”

3967
SHARE

არის თუ არა წვნიანი იმდენად სასარგებლო, რომ ძალით ვაჭამოთ ბავშვებს, ხოლო თუ არ ჭამენ, ღირს კი გული გავიხეთქოთ იმაზე  დარდით, რომ აუცილებელი რამ დავაკელით შვილებს. იგივე შეიძლება ითქვას ფაფაზეც, – ამ თემის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვესაუბრება:
წვნიანი იმდენად აუცილებელი არ არის, რამდენადაც აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ბოსტნეული. ბოსტნეული შეიძლება შევთავაზოთ სალათის ან ჩათუშული სახით. სამ წლამდე ხორცის ნახარშების მიცემის კატეგოგორიული წინააღმდეგი ვარ. ბოსტნეული შეიძლება დამზადდეს სხვა სახითაც, რითაც უფრო მეტი ვიტამინი იქნება შენარჩუნებული. რაც მთავარია, სასურველია, რომ ბავშვებმა ბოსტნეული მიიღონ. არ აქვს მნიშვნელობა, ამას წვნიანის სახით მიირთმევენ თუ არა. ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს წვნიანი და ნუ დავაძალებთ, მივცეთ ბოსტნეული ნებისმიერი სახით. აუცილებლად რომ უნდა ჭამონ წვნიანი, მითია და თანაც უკვე მოძველებული. თუ ბავშვი უპრობლემოდ და სიამოვნებით ჭამს წვნიანს, ვაჭამოთ, მაგრამ თუ არ ჭამს, ნუ დავაძალებთ. ბოსტნეულს დიდხანს ხარშვამ შეიძლება დააკარგინოს ის ძირითადი ღირებულება და ვიტამინები, რისთვისაც ვაძლევთ. გარდა ამისა, თუ ბოსტნეულის შემცველობაში პესტიციდებია, ხარშვის შედეგად, ნახარშში შეიძება გამოვიდეს. წვნიანის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ არ ჭამს, მივაწოდოთ ბოსტნეული თუნდაც უმი სახით. ზიზღი არ უნდა გამოვიწვიოთ, რადგან შეიძლება საერთოდ შეიძულოს ჭამა. როდესაც ბავშვს ვაძალებთ, ძალადობას ძალადობითვე პასუხობს და ცდილობს, ყოველთვის შეგვეწინააღმდეგოს, კატეგორიული უარი თქვას კონკრეტული პროდუქტების მიღებაზე. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ თავად ბავშვსა და მის გემოვნებას. “დღეს აუცილებლად უნდა ჭამო წვნიანი, თანაც პურჩაყრილი”- ამას ხშირად ეუბნებიან მშობლები ბავშვებს და ეს არ შეიძლება. ხორცის ნახარში 3 წლამდე კატეგორიულად არ შეიძლება. სამი წლის შემდეგაც, აუცილებლად უნდა გადავღვაროთ პირველი წყალი და უნდა მოვხარშოთ მეორეში იმიტომ, რომ თანამედროვე ფერმერები ცხოველს ვაქცინებს, ანტიბიოტიკებსა და ჰორმონებს ახმარენ.

ქათმის ბულიონის შემთხვევაში როგორაა საქმე?

ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლოა. ქათმის ბულიონი შეიძლება მივაწოდოთ 2 წლის ასაკიდან, მაგრამ თავად ხორცი შეგვიძლია 7-8 თვის ასაკიდან მივცეთ. ჩავუროთ ბოსტნეულის ფაფაში. ბოსტნეულიც უნდა იყოს შერჩეული, რომელიც შეიძლება გარნირად გამოადგეს ქათმის ხორცს.

რამდენად აუცილებელია ფაფები ბავშვის ორგანიზმისთვის?

ბავშვებს ფაფები უყვართ და არაჩვეულებრივად მიირთმევენ, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ ხელოვნურად დამტკბარი ფაფების, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში. ჯობს ფაფა ნატურალური იყოს. წლამდე ასაკამდე ფაფები უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული. ერთი წლის შემდეგ სახლში მომზადებული ნებისმიერი ფაფა შეგვიძლია მივცეთ, 7 თვემდე სასურველია იყოს ისეთი ბურღული, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.

რა დააკლდება ორგანიზმს თუ ბავშვები ფაფას არ შეჭამენ?

ბურღული შეიცავს B ჯგუფის ვიტამინსა და სხვადასხვა დანამატებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის. ამიტომ, სასურველია, რომ მიიღონ, მაგრამ არც ისაა აუცილებელი, თუ არ უყვარს, ყოველდღე იყოს მისი კვების რაციონში. ბურღულის ფაფა შეიძლება მივცეთ კვირაში სამჯერ, მაგრამ ჯერ არ მინახავს ბავშვი, რომელიც სიამოვნებით არ იღებდეს ბურღულის ფაფას.

თუ არ მიირთმევს, ბურღულის ფაფის ალტერნატივად შეიძლება გამოვიყენოთ მაწონი, შეიძლება მოეწონოს ვერმიშელი. უნდა ვცადოთ და მოვარგოთ ის, რაც ბავშვს უნდა და მოსწონს. თან უნდა გავითვალისწინოთ თოთოეული ნაწარმის შემადგენლობა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ ჰქონდეს ბავშვს გლუტენის აუტანლობა. წინააღმდეგ შემთხვევაი, უნდა შევთავაზოთ უგლუტენო საკვები. უნდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა რძის აუტანლობა. ზოგჯერ ბავშვი არ ჭამს რძიან ფაფას. აღმოჩდება, რომ რძის აუტანლობა აქვს და უნდა შევუცვალოთ ურძეოთი. მაგრამ, ბურღულის ფაფა მდიდარია B და Cჯგუფის ვიტამინებით, pp ვიტამინით. ასევე, გამდიდრებულია უჯრედისით, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი საჭიროა ბავშვისთვის.

თამარ იაკობაშვილი

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here