Home განათლება “სკოლებიდან ამოღებულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა”

“სკოლებიდან ამოღებულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა”

283
SHARE

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 1-ლი იანვრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში 1365 აკრძალული ნივთი იქნა ამოღებული.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ნივთებს შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ელექტროშოკია. ამოღებულ იქნა ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო 13 ნივთი. ყველაზე მეტი, 891 ნივთი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქნა ამოღებული, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთია. შემდეგ მოდის ბანქო ან სხვა აზარტული საშუალება – 207 ერთეული.

მოსწავლეებს შორის პოპულარული, აკრძალული ნივთების სამეულში შედის ცივი იარაღი (დანა) – 77 ერთეული. აღნიშნულ პერიოდში ასევე ამოიღეს ელექტროსიგარეტი – 60 ერთეული.

სკოლებიდან ამოღებული, დანარჩენი ნივთების ჩამონათვალი ასეთია: ბლაგვი საგანი – ექვსი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება – ოთხი, საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა) – 10, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის საშუალება – ხუთი, ბასრი იარაღი 14, კასტეტი – 48, ალკოჰოლის ნაწარმი 26.

წყარო: edu.aris.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here