Home განათლება “ის ყველაზე პატარა სტუდენტია…” – 9 წლის გენიოსი მალე ბაკალავრის დიპლომს მიიღებს

“ის ყველაზე პატარა სტუდენტია…” – 9 წლის გენიოსი მალე ბაკალავრის დიპლომს მიიღებს

213
SHARE
Nederland, Amsterdam, 26 juni 2017 - LAURENT SIMONS. Laurent Simons (6) gaat meehelpen bij cardioligisch onderzoek in het AMC in Amsterdam. Hij assisteer daarbij onderzoekers Bas Boukens en Bernadette de Bakker. Foto Dingena Mol

9 წლის ბელგიელი ლორენ საიმონსი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული სულ მალე ბაკალავრის ხარისხს მიიღებს. ბიჭუნა ჰოლანდიაში, ეინდჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობს. ლორანი ბაკალავრის დიპლომს დეკემბერში აიღებს. შემდეგ ის გეგმავს ელექტრონული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის დაწყებას.

მშობლები, ლიდია და ალექსანდრე საიმონსი აღნიშნავენ, რომ ლორანის ნიჭი მასწავლებლებმა სკოლაში შენიშნეს. როცა ლორანი სასკოლო მასალას ძალიან სწრაფად ითვისებდა, მისი ნიჭის საზღვრების დასადგენად ტესტი ჩაუტარეს, შედეგით კი გაოგნდნენ და თქვენს, რომ ლორანი მასალას იწოვდა ისე, როგორც ღრუბელი წყალს.

ლორენი ექიმების ოჯახიდანაა. მისი მშობლები ვერ ხსნიან ბიჭის გენიალურ ნიჭს, დედამ CNN-თან იმაზეც იხუმრა, რომ ორსულობის დროს ბევრ თევზს ჭამდა და ბიჭუნას ნიჭი ამასთან იყო დაკავშირებული.

უნივერსიტეტმა ლორენს საშუალება მისცა დაასრულოს კურსი უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა სტუდენტები დაასრულებენ. დოქტორმა ჰალშოფმა აღნიშნა, რომ ის ყველაზე პატარა სტუდენტი ნიჭიერი და ამავდროულად საოცარი პიროვნებაცაა.

”ლორანი არის ყველაზე სწრაფი სტუდენტი, ვინც კი აქამდე გვყოლია. მას გააჩნია ჰიპერ ინტელექტი და ამასთან ერთად არის ძალიან სიმპათიური ბიჭი“, – თქვა მან.

ლორანმა CNN- ს უთხრა, რომ მისი საყვარელი საგანი ელექტრო ინჟინერიაა და ის ასევე აპირებს მედიცინის შესწავლას.

მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მას აქვს მრავალი შეთავაზება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან. თუმცა ლორენს და მის ოჯახს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს ბიჭუნა დოქტორანტურის შესწავლას.

”ინფორმაციის შთანთქმა ლორანისთვის პრობლემას არ წარმოაგენს, ვფიქრობ შემდგომში უკვე ყურადღება უნდა გამახვილდეს კვლევებისა და ცოდნის გამოყენებაზე, რათა ლორანმა სიახლეები აღმოაჩინოს“, – თქვა მამამ და ისიც აღნიშნა, რომ მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიჭმა ბავშვობაც შეინარჩუნოს.

”ჩვენ არ გვინდა, რომ ის ძალიან სერიოზული იყოს. ის აკეთებს იმას, რაც მოსწონს, ჩვენ მთავარია დავიცვათ ბალანსი მის ბავშვობასა და მის ტალანტს შორის.“

ლორანმა თქვა, რომ მას მოსწონს თავის ძაღლთან, სემთან თამაში და ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა ტელეფონსაც ხშირად იყენებს. ის ინსტაგრამის მომხმარებელიცაა და ხშირად პოსტავს.

ამასთან, 9 წლის ასაკში ლორანმა უკვე იცის რისი გაკეთება სურს მომავალში: მას სურს განავითაროს ხელოვნური ორგანოების გამოყენების სფერო.

 

ამ ეტაპზე ოჯახი ფიქრობს, სად შეიძლება გააგრძელოს სწავლა ლორანმა, მანამდე კი, თურმე 9 წლის გენიოსი იაპონიაში არდადეგების გატარებას გეგმავს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here