Home განათლება “წითელი და მწვანე კალამი” – რჩევა მშობლებსა და პედაგოგებს

“წითელი და მწვანე კალამი” – რჩევა მშობლებსა და პედაგოგებს

210
SHARE

“აქცენტირება დადებითზე და არა უარყოფითზე”, – ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებელ — აკადემიკოს შალვა ამონაშვილის პედაგოგიური პრაქტიკიდან.

„გიყვარდეს ბავშვი და მხოლოდ სიყვარულის მიხედვით მოძებნე მეთოდები მასთნ ურთიერთობის“ — აღნიშნავს შალვა ამონაშვილი, მან წითელი კალამი შეცვალა მწვანე კალმით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის მიერ გასწორებული რვეული გადაშალა და იმდენი წითელი ხაზი დაინახა, რომ ტირილი დაიწყო.

„წითელი მელანი აკრძალვის ნიშანია, ხომ ასეა? — მსჯელობს ბატონი შალვა, — მასწავლებელი ბავშვის ნამუშევარში შეცდომებს ასწორებს წითელი მელნით, რაც მეტია წითელი ხაზები, მით უარესი მოსწავლისათვის. საბოლოო შედეგი ისაა, რომ მას აღარ სურს რვეულში ჩახედვა. შემდეგ იწყება შეცდომების გასწორება. დღემდე ასე გრძელდება საზიზღარი პროცესი სკოლებში. მასწავლებელი ყვირის:„რამდენჯერ უნდა აგიხსნათ ერთი და იგივე?!“ ისევ შეცდომა, შეცდომა და შეცდომა… ეს პედაგოგიური პროცესის ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“.

ბატონმა შალვამ თავის პრაქტიკაში შემოიღო მწვანე კალამი. ამ ფერით ის აღნიშნავდა იმას, რაც მოსწონდა დავალებაში. ბავშვებს უხაროდათ, როდესაც შლიდნენ თავიანთ რვეულებს. შეცდომებისგან ადგენდა სავარჯიშოებს, რომლებსაც მთელი კლასი ერთად ასწორებდა. ან ბავშვებს ასწორებინებდა მის მიერ სპეციალურად დაშვებულ შეცდომებს.

„ამას შესანიშნავი შედეგები ქონდა“, — აღნიშნავს ამონაშვილი.

წყარო: აზროვნების აკადემია / The Thinking Academy

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here