Home განათლება “ტკბილი სიზმრები” – ჩინეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მერხებზე სძინავთ

“ტკბილი სიზმრები” – ჩინეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მერხებზე სძინავთ

109
SHARE

უკვე დიდი ხანია ჩინეთმა თავისი განსხვავებული საგანმანათლებლო მიდგომებით მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.

“ტკბილი სიზმრები”, – ასეთი სათაური ჰქონდა ინტერნეტში გავრცელებულ სურათებს, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ძინავთ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მერხებზე სასწავლო საათების განმავლობაში. ამ სურათებმა მეტად ცხარე დისკუსია გამოიწვია.

ფოტოები ჩინეთის ქალაქ ჰი”იანის გაოქსინის N1 დაწყებითი სკოლის ვებ-გვერდზე დაიპოსტა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ბავშვები დაწოლილნი არიან მერხებსა და სკამებზე, სახით დაფისკენ შებრუნებული და უმეტესობას უკვე ძინავს კიდეც. სურათებმა უამრავი კითხვა გაუჩინა მნახველებს: არის კი კომფორტული ასეთ უხერხულ მდგომარეობაში წოლა? შეიძლება ასეთ დროს ბავშვებმა გემრიელად დაიძინონ? ასე ძილი უკვე ჩამოყალიბებულ ხერხემალსაც კი დააზიანებს, არათუ მოზარდებისას. განა, არ არის საშიში, იქნებ გადმოვარდნენ ძილში გადაბრუნების დროს?

ამ კითხვებზე მართლაც ღირს დაფიქრება, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სკოლაში თითქმის 10 წელია ასეთი ტრადიცია არსებობს და ამას მშობლების თანხმობით აკეთებენ.

რეპორტიორს, რომელიც სკოლას დაუკავშირდა, უთხრეს, რომ “მათ მშობლების ნებართვა აქვთ. ლანჩის დრო 12:10 სთ-ზეა, ხოლო გაკვეთილები 2:00-ზე გრძელდება. მშობლები ვერ ასწრებენ ამ დროის შუალედში ბავშვების სახლში დასასვენებლად წაყვანას. ამიტომ, თუნდაც, მერხებზე დაძინებით, ბავშვები დასვენების შემდგომ უფრო კარგად უმკლავდებიან გაკვეთილებს.

“რაც შეეხება მერხიდან გადმოვარდნას, ჩვენ საკმაოდ მკაცრი წესები გვაქვს. სანამ ბავშვებს ძინავთ, მასწავლებელი ყოველთვის არის ოთახში და ყურადღებას აქცევს მათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბავშვის გადმოვარდნის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.”

ზოგი მშობლის თქმით, თავდაპირველად მათ ეშინოდათ ამგვარად ძილის, თუმცა, დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეს უსაფრთხო იყო და ზოგ მათგანს დროის ქონისა და სკოლასთან ახლოს ცხოვრების მიუხედავად, მაინც ურჩევნია, ბავშვმა სკოლაში დაიძინოს. “მერხები ძალიან მყარია, ისინი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, თანაც, მასწავლებელი ყოველთვის არის ოთახში. ამიტომ, აღარაფრის მეშინია,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი. თუმცა, ზოგი მშობელი არ ეთანხმება მას და ასეთ მაგარ მერხებზე ძილს არა მარტო არაკომფორტულად, არამედ ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც მიიჩნევს. ამიტომ, შესვენებაზე ბავშვები შინ მიყავთ.

ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი წერს: “მერხები და სკამები მყარია, მათზე ძილი კი ძალიან კარგია ხერხემლისათვის.”

ჰი”იანის სამედიცინო კოლეჯის პროფესორი კი ამბობს: “ეს მერხები იმდენად ვიწროა, რომ თუ ბავშვები მათზე ხშირად დაიძინებენ დიდი ხნის განმავლობაში, ეს მათი კუნთების არათანაბარ დაჭიმულობას და მოგვიანებით, ხერხემლის გვერდითი მხარის დეფორმაციას გამოიწვევს.” ამიტომ, მან სკოლას ურჩია, მერხებზე დაძინების ტრადიცია შეცვალონ და შუადღის ძილისათვის საწოლები შეიძინონ.

წყარო: edu.aris.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here