Home განათლება საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ​ჯილდოს მიღების მეორე ეტაპი დაიწყო

საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ​ჯილდოს მიღების მეორე ეტაპი დაიწყო

236
SHARE

დღეიდან საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის ჯილდოს აღების მეორე ეტაპი იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, ეს გახლავთ ძალზედ წარმატებული ეტაპი, რომლის პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 6450-მა პედაგოგმა“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეორე ეტაპისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს და ის 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, ამისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს და მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე.  ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების შემოსვლას, ასევე ჩვენი ღირსეული  და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, ის რაც დაწყებული იყო იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად გაგრძელდება უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here