Home აღზრდა “რატომ იქცევიან ბავშვები სკოლაში უფრო ცუდად, ვიდრე სახლში” – ცუდი ყოფაქცევის 5...

“რატომ იქცევიან ბავშვები სკოლაში უფრო ცუდად, ვიდრე სახლში” – ცუდი ყოფაქცევის 5 მიზეზი

415
SHARE

სკოლაში/საბავშვო ბაღში ბავშვის ცუდი ყოფაქცევის 5 მიზეზი:

1. გაუგებრობა

სკოლის ან საბავშვო ბაღის წესები სახლში მიღებულისგან განსხვავდება. ამიტომ ხშირად ბავშვს არ ესმის, როგორ მოიქცეს, ან უბრალოდ იქცევა ისე, როგორ მიჩვეულია, რაც პედაგოგის უკმაყოფილებას იწვევს.  ჩვეულებრივ, ეს ემართებათ ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღში ახლა მივიდნენ ან პირველკლასელებს, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში არ დადიოდნენ.

სთხოვეთ პედაგოგს ქცევის წესების ნუსხა და თითოეული პუნქტი ბავშვთან დეტალურად განიხილეთ. განუმარტეთ მას, რომ ისინი ასე უბრალოდ არ დაუწესებიათ და აუხსენით რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის დაცვა. მაგალითად, გაკვეთილის დროს არ შეიძლება მერხის მეზობელთან საუბარი, ადგომა და კლასში სიარული, რადგან ეს ხელს უშლის ბავშვებს მოისმინონ მასწავლებლის ახსნილი. ასეთ დროს გამოგადგებათ როლური თამაში – სკოლობანა, სადაც პედაგოგი ბავშვი სათამაშო მოსწავლეებს ქცევის წესებს ასწავლის.

    2. მასწავლებლის დაბალი ავტორიტეტი

სახლში ბავშვი დედ-მამას, ბებია-ბაბუას უჯერებს, იმიტომ რომ უყვარს, ენდობა და ურთიერთობებს აფასებს. ასევე მშობელს აქვს მაზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები. მასწავლებელი კი – მისთვის ახალი ადამიანია, რომელიც ნდობას ჯერ არ იმსახურებს და მასზე არანაირი გავლენა არ აქვს. ასე რომ რატომ უნდა დაუჯეროს?

დაეხმარეთ მასწავლებელს მოიპოვოს ბავშვში ავტორიტეტი. თქვენ კარგად იცნობთ თქვენს შვილს – მის გატაცებებსა და ძლიერ მხარეებს. უკარნახეთ მასწავლებელს როგორ მოიქცეს და რითი დააინტერესოს ბავშვი, პედაგოგისთვის, რომელმაც იცის ბავშვის ინდივიდუალური თვისებები, მარტივია ბავშვის დაინტერესება, მისთვის საყვარელი საქმიანობის შეთავაზებით.

   3. მეგობრების არარსებობა ან ბავშვებთან ურთიერთობის არცოდნა

თანატოლებთან თამაში – ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. მაგრამ ყველა ბავშვს არ ესმის, როგორ იურთიერთოს სხვებთან და მეგობრები შეიძინოს. ასეთ სიტუაციაში ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს ჩხუბი, დაცინვა ან მიიპყროს თანატოლების ყურადღება სხვა უმსგავსო საქციელით. უპირველეს ყოვლისა ეს ეხებათ ბავშვებს, რომლებიც ახალ კოლექტივში ახლახანს მივიდნენ: ახალი დაწყებული აქვთ ბაღში/სკოლაში სიარული ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადავიდნენ.

  • ასწავლეთ ბავშვს კოლექტივში ქცევის წესები: ვთქვათ, სათამაშო არ წაართვას, არამედ ითხოვოს, შესთავაზოს სხვებს ერთად თამაში და ა.შ.
  • მნიშვნელოვანია, პედაგოგმა კოლექტივის გაერთიანებაზე იმუშაოს. მაგალითად ბავშვებს ჯგუფური თამაშები, კოლექტიური ვიქტორინა და ა.შ შესთავაზოს.

    4. ფიზიოლოგიური ხასიათის მიზეზები

ბავშვები ხშირად მიზეზობენ და ცუდად იქცევიან, როდესაც იღლებიან ან ჭამა უნდათ, როდესაც სცხელათ ან ძალიან დიდხანს სხედან ერთ ადგილზე.

თუ ბავშვის მერხი ფანჯარასთან დგას და გათბობის ბატარეის ან მზის პირდაპირი სხივების გამო სცხელა, მასწავლებელს სთხოვეთ გადასვას. თუ ბავშვი ცუდად იქცევა როდესაც მშიერია, ხოლო საკვები, რომელსაც საბავშვო ბაღში სთავაზობენ არ მოსწონს, შეუთანხმდით აღმზრდელს, რომ მან სახლიდან გატანებული საკვების მირთმევა შეძლოს. თუ თქვენი ბავშვი ძალიან მოძრავია და მისთვის ძნელია ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა, სთხოვეთ პედაგოგს ხშირად გააკეთოს შესვენებები.

5. როდის უნდა გადახედონ მშობლებმა აღზრდის მეთოდებს

ხდება პირიქითაც: ბავშვი სკოლაში/ბაღში კარგად იქცევა, სახლში კი ჯოჯოხეთს აწყობს. მიზეზები ხშირად იმდაგვარივეა: საგანმანათლებლო დაწესებულებაში იგი დისკომფორტს განიცდის, იგი ითმენს, შემდეგ კი უკმაყოფილებას სახლში ხეთქავს. ამ ჰიპოთეზის გადამოწმება ღირს. მაგრამ შესაძლოა იყოს ასეც: უცხო ადამიანებთან ბავშვი არ ჭირვეულობს, რადგან იცის რომ სასურველს ვერ მიიღებს. ახლობლები კი ყველა მის ახირებას ასრულებენ – ისიც მათ თავის ნებაზე ატრიალებს. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა აღზრდის მეთოდებს უნდა გადახედონ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here