Home მედიცინა “როგორ ამოვიცნოთ გულის მანკი ბავშვებში” – კარდიოლოგის რეკომენდაციები

“როგორ ამოვიცნოთ გულის მანკი ბავშვებში” – კარდიოლოგის რეკომენდაციები

207
SHARE

რა უნდა ვიცოდეთ გულის თანდაყოლილი მანკებისა და ბავშვთა გულის დაავადებების შესახებ, რა სიმპტომებით ვლინდება გულის დაავადებები ბავშვთა ასაკში და როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა, – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკა „ჯერარსის“  გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტის ბავშვთა კარდიოლოგმა, რადიოლოგმა ია სილაგაძემ ისაუბრა.

როგორია სტატისტიკარამდენად ხშირია ბავშვებში თანდაყოლილი მანკები?

გულის თანდაყოლილი მანკები მსოფლიო მასშტაბით ახალშობილების 1%-ს აღენიშნება. ეს საკმაოდ დაბალ ციფრად ჟღერს, მაგრამ საქართველოში საშუალოდ, 450-500 ახალშობილი იბადება ამ დაავადებით, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და ვფიქრობ, საკმაოდ ყურადსაღები საკითხია.

გულის მანკები ბავშვებში – ბავშვთა კარდიოლოგი ია სილაგაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

გულის მანკები ბავშვებში – ბავშვთა კარდიოლოგი ია სილაგაძე

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2019

ვლინდება თუ არა სიმპტომები დაბადებისთანავე?

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სახის მანკთან გვაქვს საქმე. თუ მოზრდილებში თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს გულის პათოლოგოები, ბავშვებში საკმაოდ ბევრი სახის გვხვდება. დაახლოებით 200-მდე გულის მანკი არსებობს, რომლებიც შესაძლოა კომბინირებულადაც შეგვხვდეს, კლინიკა და სიმპტომატიკაც აქედან გამომდინარე ჩნდება.

გულის მანკის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია ორსულობის პერიოდში შევიტყოთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკები ძირითადად ვითარდება პირველ ტრიმესტრში, ანუ მე-18 კვირამდე, დიაგნოსტიკა კი მხოლოდ 18 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. მუცლად ყოფნის პერიოდში გულის თანდაყოლილი მანკის არსებობის გამოვლენა უმნიშვნელოვანესია, რადგან კრიტიკული მანკები დაბადების პირველივე წუთებში საჭიროებს ჩარევას.

როგორია  გულის თანდაყოლილი დაავადებების ფორმებიროგორ ხდება კლინიკა ჯერარსში გულის თანდყოლილი მანკების დიაგნოტიკა და მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება?

ფორმების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, კლინიკური მიმდინარეობის და გამოვლინების მიხედვით, ორ ძირითად ფორმას გამოვყოფდი – ლურჯი და მკრთალი მანკებილურჯი მანკი ნიშნავს, რომ პაციენტს გარეგნულად აღენიშნება სილურჯე, თვალშისაცემია და არ გამოგვეპარება, მკრთალი მანკები კი ხშირად გვიან ასაკში ვლინდება. პედიატრების დიდი წვლილია იმაში, რომ მკრთალი მანკების დიაგნოსტირება მოხდეს დაბადებისთანავე. თანამედროვე მედიცინაში და თანდაყოლილ მანკებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარდიო-ექოსკოპიას, მაგრამ სანამ ამ კვლევამდე მივალთ, პაციენტის პულსაცია, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა იგივე კარდიოგრამა, რენდგენოლოგიური კვლევა დიაგნოზის დაახლოებით 80%-ს გვაძლევს. კარდიო-ექოსკოპია კი არის შეუცვლელი, სრულიად უმტკივნეულო კვლევის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავსვათ ზუსტი დიაგნოზი და გადავწყვითოთ როგორ მოვიქცეთ. მაგალითად წარმოიდგინეთ ადამიანის სურათი, რომელსაც გადავხევდით შუაზე, თუ შევხედავთ ნახევარს ამ ადამიანზე სრული წარმოდგენა ვერ შეგვექმნება, ასევეა დიაგნოსტიკაშიც, აბსოლუტურად ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.

კლინიკაში „ჯერარსში” გვაქვს მაღალი ტექნოლოგიები, მაღალ სიხშირიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, შეგვიძლია ყველა ტიპის კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ პაციენტს დიაგნოზი დავუსვათ. უნდა აღინიშნოს, რომ გულის თანდაყოლილი მანკების უმრავლესობა ადრეულ ახალშობილობის ასაკში ვლინდება, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მსგავსი პაციენტების სპეციფიკურ კლინიკაში გადამისამართება. რაც შეეხება სარქვლოვან პათოლოგიებს, მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, წონა, გულის კუნთის მდგომარეობა, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. მაგალითად სარქვლის შევიწროების დროს, ან სარქვლის ნაკლოვანებების დროს, ჩვენ კარდიოლოგებს ხშირად გვაქვს მოცდის პრაქტიკა. ვცდილობთ პაციენტი მივიყვანოთ იმ ასაკამდე, რომ ერთი ოპერაციით შემოიფარგლოს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. ბავშვის გული იზრდება, სარქველიც შესაბამისად ზრდაში მიყვება და ჩვენ თუ ვთქვათ პატარა ზომის სარქველს ჩავაყენებთ ერთ წელიწადში, ეს სარქველი გამოსაცვლელი გახდება.

როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევაანუ  მაინც რამდენად საშიშია გულის მანკი და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან?

როდესაც დგინდება გულის თანდაყოლილი მანკი, უნდა შეფასდეს, როგორც პაციენტის, ასევე გულის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა და პაციენტი უნდა იყოს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მოცდის პრაქტიკა მისაღებია, მაგრამ ის ოქროს შუალედი, რომელიც ქირურგიული ჩარევისთვის აუცილებელია, არ უნდა გაგვეპაროს.

მნიშვნელოვანია თუ არა ოპერაციამდე კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება?

არის შემთხვევები, როდესაც კონსერვატიული მკურნალობის ჩატარების დროც კი არ არის და პაციენტი პირდაპირ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მაგრამ არსებობს ისეთი სახეობის გულის მანკები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გულის კუნთის მწყობრში მოყვანას, კონსერვატიულ მკურნალობას და შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ ქირურგიულ ჩარევაზე.

ქირურგიული მკურნალობის ორი ტიპი არსებობს, პალიატიური ანუ დამხმარე, დროებითი ოპერაცია და რადიკალური კორექცია, რა დროსაც ერთი ქირურგიული ჩარევით სრულად აღმოიფხვრება არსებული პრობლემა. პალიატიური მკურნალობა გვჭირდება კრიტიკული მანკების დროს, როდესაც ვერ იცდის სიტუაცია, ვერ ხერხდება სისხლის გაწმენდა, და საჭიროა დამატებითი სისხლძარღვის მიკერება, რათა დაეხმაროს სისხლის ჟანგბადით გაჯერებაში. რადიკალური კორექციისთვის ოპტიმალური ასაკი და წონა უნდა მოიძებნოს, რადგან გულშიდა დიდი ზომის ხვრელების დროს გლობალური ჩარევები ხდება და მძიმე პოსტოპერაციული პერიოდით ხასიათდება.

რა არის გულის მანკის განვითარების წინაპირობა, ეს არის გენეტიკა თუ რაიმე სხვა ფაქტორები?

გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს გულის მანკის გარკვეული სახეობები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია და ასოცირებულია გენეტიკურ ქრომოსომულ ანომალიებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების პირობები, წესი, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში, გამოყენებული მედიკამენტები,  რომლებიც ნაყოფზე ცუდად მოქმედებს, გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რომედესაც ფორმირდება ორგანოები. გული ძალიან საინტერესოდ ფორმირდება, მანამ, სანამ გული ჩამოყალიბდება ის ტრიალებს, სანამ თავის ადგილზე დადგება ბევრი გზა უნდა გაიაროს, ჩამოყალიბდეს გულშიდა ტიხრები, მისგან გამომავალი სისხლძარღვები კარგად განვითარდეს. გული ძალიან გავს ძრავას, მასში შემავალი მომტანი და გამომტანი სისხლძარღვები არსებობს, რთული ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.

 

 ბიჭებში  უფრო ხშირია გულის თანდაყოლილი მანკებითუ   გოგონებში?

ლურჯი მანკები უფრო მეტად დამახასიათებელია ბიჭებისთვის, მკრთალი მანკები კი გოგონებისთვის. დაახლოებით 50/50%-ზეა, შეიძლება ითქვას.

როგორ არის აღჭურვილი  კლინიკა  ჯერარსის გულის თანდაყოლილი მანკების   დეპარტამენტიგაქვთ თუ არა ყველა პირობა, უმკურნალოთ გულის პათოლოგიის მქონე ბავშვებს? 

რა თქმა უნდა, ჩვენს კლინიკას, ყველანაირი აღჭურვა აქვს. ყველა მოწოდებულია იმისათვის, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს.  გულის თანდაყოლილი პათოლოგიები ძალიან დეფიციტური მიმართულებაა და ქვეყნისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომ ასეთი კოლექტივით და ასეთი აღჭურვულობით დაკომპლექტებული კლინიკა არსებობს. ძალიან რთულია გულის თანდაყოლილი მანკების შესწავლა საქართველოში, რადგან შეიძლება მთელი ცხოვრება ისე იცხოვრო კონკრეტული გულის მანკი არ შეგხვდეს და თუ შეგხვდა, ვერ მიხვდე როგორ მოიქცე. ჩვენს კლინიკაში საერთაშორისო გამოცდილების, გამოცდილი და ძლიერი გუნდი დაგხვდებათ.

რა ხდება ოპერაციის შემდეგანუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ეს ბავშვები?

ეს დამოკიდებულია გულის პათოლოგიის სახეობაზე. არსებობს მარტივი მანკები, რომლებიც ერთი ოპერაციით უკვალოდ ქრება, უბრალოდ კონტროლს საჭიროებს. მაგრამ არის შემთხვევები,  მაგალითად  როდესაც ადამიანის გული ოთხი კამერისგან უნდა შედგებოდეს და სახეზეა ერთი წინა გული, ერთი პარკუჭი. ასეთი გულის ბოლომდე მწყობრში მოყვანა ვერ ხერხდება და გარკვეულ ასაკს როდესაც აღწევენ ეს ბავშვები, გულის გადანერგვის კანდიდატები არიან. ჩვენი მთვარაი ამოცანაა, სიტუაციის და სირთულიი მიუხედავად, ყველაფერი გავაკეთოთ საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად.

წყარო: fortuna.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here