Home მედიცინა “სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს” – ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა

“სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს” – ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა

178
SHARE

სლოკინი ტვინის სიგნალების დიდ ტალღას აღძრავს, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს, ასკვნიან ლონდონის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგები, – სამეცნიერო კვლევას გამოცემა Clinical Neurophysiology აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, სლოკინის ფუნქცია დღეისათვის უცნობია და ძირითადად ვარაუდებს ეფუძნება.
დადგენილია, რომ სლოკინის შეტევა ორგანიზმის საერთო გაციებასა და დიაფრაგმული ნერვის გაღიზიანებასთანაა კავშირში. გარდა ამისა, სლოკინის გამოწვევა ასევე შეუძლია საკვებით ან ჰაერით კუჭის ზედმეტად გაფართოებას. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სლოკინის შეტევა, ასე ვთქვათ, „სწორ ადგილზე“, ანუ უმიზეზოდ დაიწყოს და ასევე უმიზეზოდ შეწყდეს.
ახალი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში სწავლულებმა 13 ახალშობილის ტვინის სკანირება მოახდინეს და ასევე დააკვირდნენ მათ მოძრაობებს. ნეიროფიზილოგების დასკვნით, სლოკინის მეშვეობით ბავშვები სუნთქვის პროცესის დარეგულირებასა და დიაფრაგმის მოძრაობის კონტროლს სწავლობენ. გარდა ამისა, სლოკინის პროცესში ტვინის ერთგვარი „წვრთნაც“ ხდება.
ბრიტანელი მკვლევარები ირწმუნებიან, რომ პატარები სლოკინს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებენ, ორსულობის მეცხრე თვიდან და ეს პროცესი დაბადების მერეც გრძელდება. და თუ ახალშობილი დღენაკლულია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის დღეში დაახლოებით 15 წუთს გაატარებს სლოკინში, სანამ მისი ორგანიზმი ნორმაში არ მოვა.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here