Home განათლება კონკურსი მასწავლებლებისთვის – ვის შეუძლია მონაწილეობა და რა უნდა წარადგინოთ მონაწილეობის მისაღებად?

კონკურსი მასწავლებლებისთვის – ვის შეუძლია მონაწილეობა და რა უნდა წარადგინოთ მონაწილეობის მისაღებად?

245
SHARE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.
2019 წლის საუკეთესო მასწავლებელის გამოსავლენად ცხადდება კონკურსი – 2019 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაცია 6 ნოემბერს დაიწყო და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. რეზიუმე (CV)
  2. თითოეულ მოსწავლეზე გაკეთებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
  3. წერილობით, ან აუდიო ჩანაწერით გადმოცემული სამოტივაციო საკუთარ პროფესიულ განათლებაში.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here