Home სხვადასხვა შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა

შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა

268
SHARE

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 35 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ბრალდებული შვილებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

„იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა”, -აღნიშნულია განცხადებაში.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო-გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება განახორციელეს, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here