Home სხვადასხვა 63 წლის რუსი პროფესორი სტუდენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

63 წლის რუსი პროფესორი სტუდენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

53
SHARE

63 წლის რუსმა პროფესორმა სტუდენტი მოკლა და დაანაწევრა. მკვლელობა სანქტ-პეტერბურგში მოხდა.

პოლიციამ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ სოკოლოვი, მაშინ დააკავა, როდესაც ის სტუდენტი გოგონას დანაწევრებული ცხედრის მდინარეში გადაგდებას ცდილობდა. პროფესორი ნასვამი იყო და ის მდინარეში გადავარდა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, პოლიციამ სოკოლოვის ჩანთაში სტუდენტი გოგონას მოჭრილი ხელები და ტრავმატული იარაღი აღმოაჩინა. პოლიციამ ამოიღო ასევე მკველელობის იარაღი, ნაჯახი და რამდენიმე დანა.

24 წლის მსხვერპლის მოჭრილი თავი და სხეული მოგვიანებით პროფესორის ბინაში იპოვეს. სოკოლოვმა ბრალი აღიარა.

ოლეგ სოკოლოვი ნაპოლეონის ხანის ექსპერტი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერია. ის უნივერსიტეტში ხშირად მიდიოდა ნაპოლეონის ფორმაში გამოწყობილი. სოკოლოვი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა ნაწილი საფრანგეთში, ესპანეთსა და ჩეხეთშია გამოცემული.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, სოკოლოვს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის მსხვერპლთან. როგორც მედია იუწყება, გოგონას მკველელობის შემდეგ პროფესორი ნაპოლეონის მუნდირში გამოწყობილი სახალხოდ თვითმკველელობას აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პროფესორის წინააღმდეგ საჩივრით პოლიციას კიდევ ერთმა სტუდენტმა გოგონამ მიმართა, თუმცა სასამართლომდე საქმე არ მისულა.

2018 წელს კი, სოკოლოვის ლექციაზე სტუდენტს სცემეს.

დაკავებული სოკოლოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასმართლო დღეს იმსჯელებს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here