ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სტამბულის პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვეს „BBC“-ის ფილმი ლადო აფხაზავაზე. აი ასე – ბი ბი სი ჩასულა ლანჩხუთის სოფელ ჩიბათში და ფილმი გადაიღო პედაგოგზე.
მგონია, რომ ბედნიერი უნდა იყოს ჩვენების შემდეგ. ტაშით დაინგრა დარბაზი. ლადო კი წუხს. ვეკითხები:
– რა გჭირს, ლადო?
– რა, ბიჭო, და… ამდენი კაი საჭმელებია აქ და რაღაცნაირად მრცხვენია მე, რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში…“, – წერს ლიკლიკაძე.
