Home სხვადასხვა 15 წლის ბავშვი, რომელიც გლდანში შაურმის დანით დაჭრეს კლინიკიდან გაწერეს

15 წლის ბავშვი, რომელიც გლდანში შაურმის დანით დაჭრეს კლინიკიდან გაწერეს

88
SHARE

15 წლის ბავშვი, რომელიც გლდანში შაურმის დანით დაჭრეს კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში! 9 ოქტომბერს ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი მოზარდი სიცოცხლისთვის რამოდენიმე კვირიანი ბრძოლის შემდეგ სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან.

უდიდეს მადლობას ვუხდით ექიმებს, ექთნებს და მომსახურე პერსონალს პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისათვის.

ვულოცავთ პაციენტს მშვიდობით გადარჩენას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!“ – წერია ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი გლდანში 9 ოქტომბერს ღამით დაჭრეს. დაჭრილის ახლობლის ინფორმაციით, ის კლასელებთან და ერთ-ერთის მშობელთან ერთად „ხინკლის სახლში“ იმყოფებოდა, სადაც მათთვის უცნობ ადამიანსა და მშობელს შორის შელაპარაკება მოხდა.

როცა მოზარდები გარეთ გამოვიდნენ, უცნობი შუა ხნის მამაკაცი ცივი იარაღით სახლში მიმავალ გიორგის თავს დაესხა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here