Home Uncategorized მიხეილ ბატიაშვილი: სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი…

მიხეილ ბატიაშვილი: სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი…

75
SHARE

თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა.

„ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება!
ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა:

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილმა მისი მინისტრობის პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა:

„ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით, დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა!

 ეს არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მიღწევა. პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს უკვე დადასტურდა საქმით! – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ამასთან, გიორგი გხარიამ აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.

ვინ დაინიშნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრად პრემიერს ჯერ არ დაუსახელებია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here