Home სხვადასხვა “არასრულწლოვანმა პატიმრებმა, შესაძლოა, ოჯახურ გარემოში იცხოვრონ…”

“არასრულწლოვანმა პატიმრებმა, შესაძლოა, ოჯახურ გარემოში იცხოვრონ…”

51
SHARE

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში იმყოფება.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა.

სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პრობაციისა და პენიტენციურ სფეროებში მიმდინარე რეფორმის წარმატებისათვის, რადგანაც ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა

სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები.

„ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here