Home სხვადასხვა “მარშრუტკა გავაჩერე და პირდაპირ მტკვარში გადავხტი…” – რას ყვება 4 შვილის დედა

“მარშრუტკა გავაჩერე და პირდაპირ მტკვარში გადავხტი…” – რას ყვება 4 შვილის დედა

144
SHARE

33 წლის  ელისო­ გაბელია თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ყვება:

“მომიტაცა ჩემზე 8 წლით უფროსმა ადამიანმა, რომელსაც არც კი ვიცნობდი… ნათესავებმა და მშობლებმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მომაგნეს.

აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელიც გამუდმებით სვამდა, მერე კი მცემდა­. საკუთარი დედის მსხვერპლი იყო, მის გამო ყველა ქალი სძულდა – ჩემი ყოფილი დედამთილი ოთხჯერ იყო გათხოვილი და არც ერთ მამინაცვალს გერის მიმართ ადამიანური სითბო არ გამოუჩენია. როდესაც დათვრებოდა, არაადამიანურად მცემდა, თანაც შვილების თვალწინ. ოთხი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გამიჩნდა, რადგან მოძალადესთან იმის საშუალებაც არ მქონდა, არ დავფეხმძიმებულიყავი, ექიმთან წასასვლელი თანხაც არ გამაჩნდა.

უმცროსზე ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემური დაიბადა, ცალ ყურში სასმენი ნერვი არა აქვს…

ერთხელ, როცა ჩემს უსაქმურ ქმარს და ბავშვებს შინ ჰუმანიტარული პროდუქტი მივუტანე, მან კი ცემა დამიპირა, ჩანთები დავყარე და ქუჩაში გავვარდი. რომელიღაც სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ამასობაში სანაპიროზე, სიონთან ახლოს ჩავიარეთ, მძღოლს გავაჩერებინე, გადმოვედი თუ არა, მაშინვე მოაჯირზე ავედი და მტკვარში გადავხტი.

წყალში გონება გამინათდა და თავის გადარჩენა ვცადე. ამასობაში პატრული გამოჩნდა და გადამარჩინეს. იმ მომენტიდან 5 დღე კომაში­ ვყოფილვარ. თვალი რომ გავახილე, პალატაში პირველად ჩემი ქმარი დავინახე, მერე კი პოლიცია… თუმცა ამჯერადაც ვერაფერი­ ამოვთქვი, ჩვენების მიცემისას სრულ აბსუ­რდს მოვყევი. საავადმყოფოდან ისევ ქმარს გავყევი შინ, მაგრამ, როცა ისევ მცემა, უკვე თავის მოსაკლავად კი არა, პოლიციაში გავიქეცი.

იმ დღეს იმდენად მძიმედ ვიყავი ნაცემი, სიტყვა “მიშველეც” ვერ წარმოვთქვი, პოლიციელებმა ჩვენება დამაწერინეს და თავშესაფარში გადამიყვანეს შვილებიანად…

ვხედავ, შვილები ადამიანებად გავზა­რდე და ეს ძალას მაძლევს. მინდა,  ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს და სასოწარკვეთილია, ვუთხრა – ბედნიერება აუცილებლად მოვა, ოღონდაც უნდა იბრძოლოთ”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ელისო­ გაბელიამ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here