Home მედიცინა “გლანდები” ანუ ქრონიკული ტონზილიტი – როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო...

“გლანდები” ანუ ქრონიკული ტონზილიტი – როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო ოპერაცია

208
SHARE

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყელის ტკივილი არაერთი უფროსის, თუ ბავშვის პრობლემა ხდება. მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ტონზილიტი ანუ ზედა სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა. როგორც მედიცინის დოქტორი, ოტოლარინგოლოგი მიხეილ ხუჯაძე განმარტავს, არსებობს ორი ტიპის – მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი.

“მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ვირუსები იწვევს (დაახლოებით 80%), შედარებით იშვიათად – ბაქტერია, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად – მიკოპლაზმა და ქლამიდია”, – განმარტავს პროფესორი ხუჯაძე.

რამდენად საშიშია მწვავე ტონზილიტი და რა გართულებებთანაა ის დაკავშირებული?

მწვავე ტონზილიტის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-4 დღემდე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის 37,5-39 ჩ-მდე მომატებით, შემცივნებით, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის ტკივილით, რომელიც ყლაპვისას ძლიერდება. ხშირად ამ სიმპტომებს სახსრებისა და კუნთების ტკივილიც ერთვის. ბავშვები შესაძლოა, შეაწუხოს გულისრევამ, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ. გაურთულებელი მიმდინარეობისას დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ცხელება, ინტოქსიკაცია, ანთებითი ცვლილებები ტონზილებში სწრაფად ქრება. ნორმალიზდება სისხლის სურათიც. ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საშიშია არა თავად ანგინა, არამედ მისი შესაძლო გართულებები: გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში და გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვთა სისტემის, კანის, ფარისებრი

ჯირკვლის, სახსრების ფუნქციის მოშლა. ამ გართულებების თავიდან არიდება რომ მოხდეს, საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა, სანამ ანგინა საშიშ გართულებაში გადაიზრდება. რიგი ფაქტორები გამო, როგორიცაა ორგანიზმის სისუსტე, ძლიერი გამომწვევი, არასწორი მკურნალობა, დაავადების ნებაზე მიშვება, თანმხლები ქრონიკული დაავადებები მწვავე ტონზილიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.

როგორ ვლინდება და ვითარდება ქრონიკული ტონზილიტი?

ქრონიკული ტონზილიტი იშვიათად იწყება ანგინის გარეშე. მის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს მუდმივი აუტოინფიცირება ინფექციის ქრონიკული კერებიდან (კარიესული კბილები, ცხვირსა და მის დანამატ წიაღებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები), ასევე – ბაქტერიული და ქსოვილოვანი ადგილობრივი და ზოგადი აუტოალერგია. ქრონიკული ტონზილიტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხშირი ანგინა ანამნეზში. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება გამწვავების პერიოდში, ვინაიდან ამ დროს ყველა ფარინგოსკოპური სიმპტომი ასახავს პროცესის სიმწვავეს და არა მის ქრონიკულ მიმდინარეობას. სასის ტონზილების ქრონიკული ანთების ობიექტური ნიშნების შეფასება მიზანშეწონილია მწვავე პროცესის დასრულებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ. ქრონიკული ტონზილიტი უმეტესად წელიწადში 2-3-ჯერ მწვავდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ანგინა წელიწადში 5-6-ჯერაც კი განვითარდეს. ზოგჯერ ის შედარებით იშვიათია – 1-2 ეპიზოდი 3-4 წლის განმავლობაში.

ქრონიკული ტონზილიტის დროს ჩივილები, წესისამებრ, მკვეთრად გამოხატული არ არის. ყველაზე ხშირად აღინიშნება ხშირი ანგინა ანამნეზში. ავადმყოფი უჩივის არასასიამოვნო სუნს პირიდან, ყლაპვისას ყელში უსიამოვნო ან უცხო სხეულის შეგრძნებას, სიმშრალეს, ჩხვლეტას, თუმცა ეს არა მარტო ქრონიკული ტონზილიტის, არამედ სხვადასხვა ფორმის ფარინგიტის სიმპტომებიც არის. ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, მოთენთილობას, თავის ტკივილს, შრომის უნარის დაქვეითებას, სუბფებრილურ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში. ბავშვებისთვის დამახასიათებელია ყურში ჩხვლეტის ან სუსტი გამჭოლი ტკივილის შეგრძნება, მაშინ როდესაც ოტოსკოპიური სურათი ნორმაშია.

როგორ ხდება ტონზილიტის დიაგნოსტირება?

ტონზილების ზომას დაავადების დიაგნოსტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოზრდილებში ქრონიკული ტონზილიტის დროს ტონზილები უმეტესად მცირე ზომისაა. ბავშვებს ტონზილები ხშირად გადიდებული აქვთ, მაგრამ ამ ასაკისთვის ისედაც დამახასიათებელია ხახის ლიმფადენოიდური აპარატის ჰიპერპლაზია, მათ შორის – სასის ტონზილებისაც. ქრონიკული ანთების დროს, განსაკუთრებით – ბავშვებში, ტონზილები შეიძლება ფაშარი იყოს. ტონზილების ეპითელური საფარველიდან ხშირად ჩანს 1-2 მმ დიამეტრის მოყვითალო მრგვალი წარმონაქმნები. ქრონიკული ტონზილიტის გავრცელებული და ყურადსაღები ნიშანია ტონზილების ლაკუნებში (თავისებურ ჩაღრმავებებში) საცობების სახით არსებული ჩირქოვანი შიგთავსი, რომელსაც ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ქრონიკული ტონზილიტის ადგილობრივი ნიშნებიდან უნდა ვახსენოთ რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმმა უნდა აირჩიოს მკურნალობის ტაქტიკა და განსაზღვროს, როდის ოპერაციაა უმჯობესი და როდის – კონსერვატიული თერაპია.

რა შემთხვევაში არის საჭირო ტონზილების ამოკვეთა?

ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა ნაჩვენებია გაურთულებელი ქრონიკული ტონზილიტის დროს, აგრეთვე მაშინ, როდესაც ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გამო ოპერაციული მკურნალობა შეიძლება გადავდოთ. თუ ავადმყოფს ადრე არ უმკურნალია ან აშკარაა ტონზილიტის ადგილობრივი გამოვლინებები – ჩირქოვანი საცობები ტონზილებში, პირიდან უსიამოვნო სუნი. ქრონიკული ტონზილიტის დროს ეფექტურია ფიზიოთერაპიული პროცედურები: ულტრაბგერითი თერაპია, ულტრაიისფერი დასხივება, ლაზეროთერაპია.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ტონზილექტომია.

ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობა რა შემთხვევაშია ეფექტური?

მკურნალობის ეფექტი შეიძლება გავზარდოთ იმუნომასტიმულირებელი მცენარეული საშუალებებით. მე პირადად ქრონიკული და მწვავე ტონზილიტების მკურნალობაში ხშირად ვიყენებ “ტონზილოტრენს”. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი, რომელიც ეფექტური და უსაფრთხოა ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტის, ადენოიდიტის დროს. ის წარმატებით გამოიყენება, როგორც მონოთერაპიაში ასევე კომპლექსური მკურნალობის სქემაში, გამოიყენება პროფილაქტიკისათვის. არ იწვევს დისბაქტერიოზსა და ალერგიას, ნაჩვენებია სხვადასხვა ასკობრივ ჯგუფებში, წარმოადგენს არჩევის პრეპარატს პოლივალენტური ალერგიისას. ასტიმულირებს იმუნიტეტს. მის შემადგენლობაში შედის 5 კომპონენტი:

  • Atropinum sulfuricum – D5 12,5 მგ, ეფექტურია ანთების პირველ სტადიაზე,
  • Hepar sulfuris – D3 10,0 მგ, მოქმედებს ანთების მეორე სტადიაზე, ხელს უშლის ჩირქის წარმოქმნას,
  • Кalium bichromicum – D4 50,0 მგ, – ეფექტურია ხახის ანთებისას, ამცირებს ტონზილების შეშუპებას,
  • Silicea – D2 5,0 მგ, – ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
  • Mercurius bijodatus – D8 25,0 მგ, – გამოიყენება ნადებებისას ანგინისა და ტონზილიტის დროს, კაზეოზური და გადიდებული ლიმფური ჯირკვლების სამკურნალოდ.

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here