Home განათლება როდის გამოქვეყნდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

65
SHARE

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ხვალ გამოქვეყნდება. ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება.  წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here