Home სხვადასხვა მაშველებმა ქუთაისში ორი მოზარდი გადაარჩინეს

მაშველებმა ქუთაისში ორი მოზარდი გადაარჩინეს

101
SHARE

მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ორი მოზარდი გადაარჩინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მოზარდები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

არასრულწლოვნები მაშველებმა უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მაშველებმა ქუთაისში, გვირაბში დარჩენილი ორი მოზარდი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2019

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here