“ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას…” – მაკო გომური “ფორმულაზე“ იწყებს მუშაობას

    505
    SHARE

    20 ივნისის აქციაზე დაზარალებული, მაკო გომური ტელეკომპანია ფორმულას ვებსაიტზე, Formula News.ge-ზე ბლოგებს დაწერს, – ამის შესახებ მაკო  გომურმა სოფო ზურაბიანთან ინტერვიუში ისაუბრა.

    “ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორიც მქონდა აქამდე, მუშაობის დაწყებასაც ფორმულაში”,- აღნიშნა მაკო გომურმა.

    მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიანიჭა. აქციის დაშლისას მან თვალი დაკარგა.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსს განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ მიანიჭებენ.

    პროკურატურის განცხადებით, პირების მიმართ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. 20-21 ივნისის ღამის მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here