Home განათლება “გაიცემა სამი პრემია” – მწერალთა სახლი უფროსკლასელებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

“გაიცემა სამი პრემია” – მწერალთა სახლი უფროსკლასელებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

176
SHARE

მწერალთა სახლი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს სკოლების უფროსკლასელებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი:

  • კარცერი-ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).
  • გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“).
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

საკონკურსო ესეები უნდა გაგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე nbekishvili@writershouse.ge.

ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

mshoblebi

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

  • I პრემია – 500 ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 300 ლარიანი ვაუჩერი
  • III პრემია – 200 ლარიანი ვაუჩერი

გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here