Home განათლება კიდევ ერთი შესაძლებლობა სტუდენტებს

კიდევ ერთი შესაძლებლობა სტუდენტებს

163
SHARE

თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი აგრძელებს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. 25 ოქტომბრიდან პრე აქსელერაციის პროგრამა, ამჯერად, ღია უნივერსიტეტში ამოქმედდება.

პრე-აქსელერატორის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების სტარტაპული გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის პროცესიდანვე, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დახვეწონ ბიზნესიდეები, შექმნან ქმედითი სტარტაპები, რომლებიც შემდგომში რეალურ ბაზარზე იმუშავებენ.

პრე-აქსელერაციაში მიიღებიან როგორც გუნდები ასევე ინდივიდები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით აქვთ იდეები.

ღია უნივერსიტეტისა და სპარკის თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ისეთ აქტოვობებს გულისხმობს, როგორიცაა: ტრენინგები; სამუშაო პროცესის უკეთ გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა წარმატებულ კომპანაში; პროტოტიპების საგრანტო პროგრამაში ჩართულობისთვის სპარკის მენტორთა მხარდაჭერა.

სტუდენტები, რომლებიც ინოვაციურ ან მაღალტექნოლოგიურ იდეას დემო დღეზე წარმატებით წარადგენენ აქსელერაციას უკვე თბილისის ბიზნეს აქსელერატორ სპარკში გააგრძელებენ.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here