Home სხვადასხვა გართობა “აბა თქვი ხო… ჭო…“ – პატარა ილიას სასაცილო ვიდეო ინტერნეტ სივრცეს იპყრობს

“აბა თქვი ხო… ჭო…“ – პატარა ილიას სასაცილო ვიდეო ინტერნეტ სივრცეს იპყრობს

325
SHARE

მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 2 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ბიჭუნა სახალისო ვიდეოებით, ისევე როგორც რუსკა თავისი ქარიზმით, ბევრ ადამიანს  სიცილს ჩუქნის.

რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებსა და განსაკუთრებით სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო.

 

View this post on Instagram

😂🤪🤣🥰♥️

A post shared by ninuca makashvili (@ninucamakashvili) on

ვიდეოს საკუთარ Instagram-ზე რუსკა მაყაშვილის დამ- ნინუცა მაყაშვილმა გამოაქვეყნა. ნინუცა, რუსკა და მათი შვილები ერთად გატარებულ დროს  საჯაროდ ავრცელებენ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა რუსკა და ნინუცა ვაჟებს დიდ ყურადღებას აქცევენ და უამრავ გასართობს უქმნიან. რუსკამ შვილი წელს ბაღში მიიყვანა. პატარა ილია საუბარს ცდილობს, მაგრამ ჯერ უშედეგოდ. სიტყვა “ხოჭოს” დამარცვლულად ამბობს, მაგრამ ერთად ვერ ახერხებს. ვიდეოს 12 ათასამდე ნახვა და უამრავი სახალისო კომენტარი აქვს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here