Home ორსულობა “გოგო ეყოლება, თუ ბიჭი…” – პოპულარული ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში

“გოგო ეყოლება, თუ ბიჭი…” – პოპულარული ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში

787
SHARE

ერთ-ერთი პოპულარული ქართველი წყვილი მალე მშოებლები გახდებიან. თაყვანისმცემლებმა ნოეს და ჯანეტის საიდუმლოს ფარდა ჯანეტის მიერ გაზიარებული ფოტოთი ახადეს. ჯანეტს საბერძნეთიდან გამოქვეყნებულ სურათზე წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია.

View this post on Instagram

🐣💞

A post shared by Janeta Ker (@janeta_ker) on

ნოე სულაბერიძეს სულ მალე მესამე შვილი მესამე ცოლისგან გაუჩნდება. ცნობილი პროდიუსერი და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ივნისში დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში” გადაიხადა, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. გამორჩეულ ქორწილში ჯანეტს უცხოელი დიზაინერების ორი განსხვავებული კაბა ემოსა.

მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა. სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს პროდიუსერი დიდი სიყვარულითა და გულის ამაჩუყებელი სიტყვებით პასუხობს, განსაკუთრებით კი, ჯანეტის ფეხმძიმობას. ნოეს პირველი ვაჟი ალექსანდრე რუსკა მელაძისგან ჰყავს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო გოგონა ლიზი – „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან. მალე მათ მესამე ნახევარძმა, ან და ეყოლებათ.

ჯანეტს წამოზრდილი მუცელი და ორსულობა ძალიან უხდება. ნოეს თქმით, ამ მდგომარეობაშიც უსაყვარლესია. ამის შესახებ მან საკუთარ Instagram- ზე დაწერა. ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს. ჯანეტის ფეხმძიმობა დიდ გამოხმაურებას იწვევს.

მომხმარებლები კამათობენ- გოგო ეყოლება, თუ ბიჭი ვარსკვლავურ წყვილს.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here