Home მედიცინა მენინგიტის 8 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!

მენინგიტის 8 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!

226
SHARE

რა არის მენინგიტი?

მენინგიტი არის ტვინის რბილი გარსების ანთება, რომელსაც ძირითადად იწვევს ბაქტერია ან ვირუსი. ითვლება, რომ ეს დაავადება ძირითადად გავრცელებულია ბავშვებში, ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.

უეცარი ცხელება

image

ერთ-ერთი სიმპტომია ცხელება, რომელიც უეცრად იწყება. ბავშვი იწყებს კანკალს და ჩივის იმაზე, რომ მას მუდმივად სცივა.
სწრაფად იმატებს ტემპერატურა, რომლის დაწევაც ძალიან რთულია.

ძლიერი თავის ტკივილი

image
თავის ტკივილი მენინგიტის დროს თითქმის აუტანელია.

მხედველობის გაორება

image
მენინგიტით დაავადებული ვერ ახდენს მხედველობის ფოკუსირებას, რის გამოც, სურათს მის თვალებში ორად ხედავს.

მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება

image
მენინგიტისას ხშირად მადა ეკარგებათ. ეს გულისრევის და მუცლის ტკივილის ბრალია.


შუქზე მგრძნობელობა

image
კიდევ ერთი სიმპტომი ღია შუქის შიშია. ამის გამო დაავადებულს თვალები უცრემლიანდება, უძლიერდება ღებინება და თავის ტკივილი.


კეფის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა)

image
მენინგიტიან ბავშვს სძინავს ცალ მხარეს, მოხრილი მუხლებით და გადაწეული თავით.


ფეხების გასწორების შეუძლებლობა

image

კანზე გამონაყარი არ ქრება

მენინგიტის დროს ასევე შესაძლებელია გამონაყარი. როგორ განვასხვავოთ გამონაყარი რომელიც დაკავშირებულია მენინგიტთან და რომელი არა? ამაში დაგვეხმარება ძალიან მარტივი “ტესტი”.
აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა და დაიდეთ გამონაყარზე, დააჭირეთ ისე რომ კანი ჭიქის ქვეშ გამკრთალდეს. თუ გამონაყარიც კანთან ერთად გამკრთალდა მენინგიტი არ არის, ხოლო თუ ფერი შეინარჩუნა ექიმს მიმართეთ.

ბოლო

წყარო: intermedia.ge

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here